ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა
ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა
შინაურმა ძაღლმა პუიმ ახალშობილი გოგონა გადაარჩინა, რომელიც მშობლებმა ნაგავსაყრელზე გადააგდეს.

ტალანდური ბანგკევის ჯიშის ძაღლმა ბანგკოკიდან 75 კილომეტრის მოშორებით, ქალაქის ნაგავსაყრელზე პლასტმასის ტომარა იპოვა, რომელშიც ჩვილი იყო. ცხოველმა ცოცხალი არსება იყნოსა და ნაპოვნი პატრონების სახლამდე კბილებით მიათრია.

"ძლიერი ყეფა გავიგონეთ და სანახავად წავედით. ჩვენი ძაღლი იჯდა და უცნაურ პაკეტს დარაჯობდა, პირველად მასთან ჩემი დისშვილი მივიდა, სწორედ მან დაინახა ჩვილი", – ჰყვება პუის პატრონი გუმნერდ ტონგმაკი.

გოგონა უმალვე უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ჩვილი დღენაკლული დაიბადა. იგი 2,2 კილოგრამს იწონიდა.

Zooclub

ძაღლი
გმირობისთვის ადგილობრივმა წითელმა ჯვარმა ტყავის საყელოთი და მედლით დააჯილდოვა. მის პატრონს კი ფულადი პრემია გადასცეს.


მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?