წყვილს პატარა ბინაში 170 ძაღლი საშინელ პირობებში ჩაკეტილი ჰყავდა
წყვილს პატარა ბინაში 170 ძაღლი საშინელ პირობებში ჩაკეტილი ჰყავდა
კალიფორნიაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა აღიარა, რომ 170 იორკშირული ტერიერის ჯიშის ძაღლს საშინელ პირობებში ამყოფებდა.

ქრისტი კალვერსა და მარკ ვატიმს შინაური ცხოველის ყოლა ათი წლით აეკრძალათ, ასევე ისინი ვალდებულები არიან, მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარება.

ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვალში სამართალდამცველებმა ათობით ძაღლი საშინელ პირობებში, პატარა ბინაში აღმოაჩინეს. ოთახი, სადაც ცხოველები ბინადრობდნენ, სავსე იყო ექსკრემენტებით, ამასთანავე, ძაღლები სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდნენ, რასაც ემატებოდა ტკიპები და რწყილები.

Zooclub

გარდა ამისა, პოლიციამ წყვილის კუთვნილ სხვა შენობებშიც აღმოაჩინა 76 იორკშირული ტერიერის ჯიშის ძაღლი, რომელიც ამავე ოჯახს ეკუთვნოდა, მათ შორის ცხოველები აღმოჩენილნი იყვნენ
ნევადაში მდებარე ავტოსადგომში.

ცოლ-ქმრის ბინიდან ცხოველები თავშესაფარში გადაიყვანეს, ვეტერინარული დახმარების შემდეგ ძაღლებს ახალ პატრონს მოუძებნიან.

ასევე იხილეთ:

პოლიციამ 526 ლეკვი გადაარჩინა, რაც ერთი წლის შემდეგ მოხდა ცრემლისა და სიხარულის მომგვრელია

საშინელ მდგომარეობაში მყოფი პონი მოკვდებოდა, რომ არა კეთილი "ანგელოზი"


მანქანა, რომელსაც 30 ლეკვი საშინელ პირობებში გადაჰყავდა, დააკავეს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?