ლაბრადორი კუკი ყოველდღე უტოვებს საკვებს მეგობარს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოკვდა
ლაბრადორი კუკი ყოველდღე უტოვებს საკვებს მეგობარს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოკვდა
"ტვიტერზე" ასობით ცხოველთა მოყვარული განიხილავს ლაბრადორი კუკის სევდიან ისტორიას. იგი ყოველი ჭამის დროს, საკვების ნაწილს მეგობარს უტოვებს და ელოდება, რომ ეს უკანასკნელი დაბრუნდება და ჭამას დაასრულებს. ძაღლი ვერ აცნობიერებს, რომ მისი მეგობარი მოკვდა და ის არასოდეს დაბრუნდება.

ლაბრადორის პატრონმა, ისტონ დუფომ, გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო და მისი ჯამი, რომელშიც საკვებია მოთავსებული. მან გაიხსენა, რომ შინაურ ცხოველებს ერთად ჭამა მიაჩვია, მაგრამ კუკის ულუფის განაწილება მეგობარმა ძაღლმა სტიჩიმ ასწავლა.

"ორი ლაბრადორისთვის ერთი საკვები ჯამი მქონდა. სტიჩიმ კუკის ასწავლა, თუ როგორ უნდა გაენაწილებინა მისთვის საჭმელი.
ამიტომ ის მიეჩვია მეგობრისთვის საკვების დატოვებას (სტიჩის მოსწონდა კუკის შემოწმება)", - ამბობს ძაღლების პატრონი.

Zooclub

მას
შემდეგ, რაც სტიჩი მოკვდა, პატრონი კუკისთვის განკუთვნილი რაოდენობის საკვებს თასში ათავსებს, მაგრამ ლაბრადორი მეგობარს ნახევარს დღემდე გაუთვითცნობიერებლად უტოვებს. ის სტიჩის დაკარგვას ძალიან განიცდის.

ასევე იხილეთ:

იხვი თავად ესტუმრა სევდიან ძაღლს, რომელმაც მეგობარი დაკარგა

ძაღლი მეგობრის სიკვდილის შემდეგ ადგილიდან არ დგებოდა, სანამ მას საჩუქარი არ მიუტანეს

მეგობრობა ბოლო წუთამდე: კატა 16 წლის ძაღლზე ზრუნავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?