ლეკვმა გადაგდებული ახალშობილი იპოვა, მეზობლები ხანძრისგან იხსნა... პატარა, მაგრამ ნამდვილი გმირი
ლეკვმა გადაგდებული ახალშობილი იპოვა, მეზობლები ხანძრისგან იხსნა... პატარა, მაგრამ ნამდვილი გმირი
ის ძაღლი არ არის, ის არგენტინელი სუპერ-გმირია. ერთი ციდა შინაური ბინადარი ორენი სულ ახლახანს გახდა ერთი წლის და უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.  

ორი თვის წინ, ორენმა შუა ღამეს გაიღვიძა, დაიწყო სირბილი და ყეფა, ლეკვი ეზოში გასვლას ცდილობდა. როდესაც პატრონმა - 18 წლის ენცო ჰემესმა კარი გააღო, დაინახა, რომ გვერდით მდებარე სახლის კუთხეს ცეცხლი ეკიდა. მან სასწრაფოდ გააღვიძა მეზობლები და სახანძრო გამოიძახა. ყოველივე კი ორენოს დამსახურებაა, რომელმაც დროულად ანიშნა პატრონს და ადამიანები გადაარჩინა.

Zooclub

ლეკვმა ქალაქის ყველა ქუჩა კარგად იცის.
მას უყვარს სტუმრად სიარული. რამდენიმე დღის წინ პატრონი ქალაქიდან გავიდა, ხოლო ორენო 65 წლის მეზობელს - სანტოს მალომოს 2 დღით დაუტოვა.

Zooclub

მამაკაცმა საღამო ხანს ორენო და თავისი ლაბრადორი გაასეირნა. უეცრად ლეკვი შეჩერდა კუთხეში დაგდებულ ცელოფანთან და მას ყნოსვა დაუწყო.

Zooclub

ორენო ყეფდა და სანტოსს რაღაცას ანიშნებდა. როდესაც მამაკაცი ცელოფანს მიუახლოვდა და დახედა, დაინახა მძინარე ახალშობილი. ნათელი იყო, რომ პატარამ ცივი ღამე ქუჩაში გაატარა.

Zooclub

სანტოსმა პოლიცია გამოიძახა და ბავშვი სანტა-როზას კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალშობილს ჰიპოთერმია ჰქონდა, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელი ბიჭი იყო. ექიმების თქმით, ის 15-28 დღის დაბადებული იქნებოდა. პატარა მონათლეს და მათეო დაარქვეს. პოლიცია ბავშვის მშობლებს ეძებს, თუმცა, ამ დრომდე მათ შესახებ ცნობილი არაფერია.

Zooclub

რაც შეეხება ორენას, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას "მფარველი ანგელოზი" შეარქვეს.  ძაღლს ყველა გემრიელი სასუსნავით ასაჩუქრებს და ეფერება. ველოდებით რა მოხდება შემდეგში. რამდენ საგმირო საქმეს ჩაიდენს ორენო თავისი ცხოვრების გზაზე.

Zooclub

ასევე იხილეთ:


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?