პატარა ჩიხუახუამ ქურდი სახლიდან გააგდო, ფაქტი ფარულმა ვიდეო კამერამ დააფიქსირა (+ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ ჩიხუახუას ჯიში სხვა ძაღლებთან შედარებით ძალიან პატარაა, ამ ერთი ციდა არსებას საოცრად დიდი გული აქვს.

მომდევნო ისტორია ტეხასის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა: ერთ-ერთ სახლში მძარცველი შევიდა. მან იცოდა, რომ ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, ხოლო პატარა ძაღლი, სახელად სედი, არაფრად ჩათვალა.

როდესაც ქურდი ბინაში შევიდა, ძაღლი მაგიდის ქვეშ  იმალებოდა და უცხო ადამიანს აკვირდებოდა. მამაკაცმა ოთახში მიმოიხედა და უეცრად სიჩუმე შეუჩერებელმა ყეფამ შეცვალა. პატარა და მამაცმა სედიმ გადაწყვიტა, რაც არ უნდა მომხდარიყო პატრონის ქონება დაეცვა.

თავიდან ძაღლი ყეფდა, ხოლო შემდეგ
შეტევაზე გადასვლას შეეცადა. როგორც ვიდეო რგოლიდან ჩანს, იგი კბენას ცდილობდა, თუმცა, ძაღლს არ მოუხდა მამაკაცთან
ბრძოლა. 100 კგ-მდე წონის ქურდს შეეშინდა ცხოველის და სახლი სწრაფად დატოვა.

პოლიცია მძარცველს ეძებს, ხოლო სედის ყველა აქებს და სასუსნავებით ანებივრებს.

ასევე იხილეთ: 

კატამ 97 წლის პატრონი პიტბულების თავდასხმისგან დაიცვ

პოლიციელი გამოძახებაზე ქურდების დასაჭერად მივიდა, მაგრამ მსგავს სასაცილო სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა

მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?