მამაკაცს გველმა იმ დროს უკბინა, როდესაც საკუთარ ძაღლს მისგან იცავდა
მამაკაცს გველმა იმ დროს უკბინა, როდესაც საკუთარ ძაღლს მისგან იცავდა
"ფინქსში (აშშ) მცხოვრებმა მამაკაცმა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რათა ძაღლი გადაერჩინა", - წერს გამოცემა "Tucson News Now"-ი.

62 წლის მაიკლ სიბურგი ეზოში აუზს წმენდდა, როცა უცნაური ხმა მოესმა. აღმოჩნდა, რომ ქვეწარმავალი საწმენდი მოწყობილობის ქვეშ იმალებოდა.

მაიკლის ძაღლი უჩვეულო ხმით დაინტერესდა და მოწყობილობას მიუახლოვდა. როდესაც ცხოველმა გველს მიაგნო, მან ძაღლის მიმართულებით საკბენად გაიწია, მაგრამ მამაკაცმა მოასწრო საკუთარი ბინადრის აყვანა, რა დროსაც ქვეწარმავალმა მას ხელზე უკბინა.

"ვიცოდი, რომ გველი მას უკბენდა. არ მინდოდა ჩემი უსაყვარლესი ძაღლი მომკვდარიყო, სწორედ ამიტომ გავრისკე", - ამბობს
მაიკლი.

Zooclub

აშშ-ში, ყოველ წელს შხამიანი გველი 15 ათასამდე შინაურ ცხოველს კბენს. მათ შორის, 80%-ის გადარჩენა
ვერ ხერხდება. ადამიანებისთვის შხამიანი გველის კბენა ნაკლებად საშიშია. თუ დაზარალებული ორი საათის განმავლობაში მიიღებს შხამსაწინააღმდეგო პრეპარატს, ლეტალური შემთხვევის ალბათობა 1 პროცენტია.

ასევე იხილეთ:

პატარა ჩიხუახუამ უზარმაზარი ძაღლი ქურდისგან დაიცვა

საოცარი კადრები - კატა ოჯახს ალიგატორების თავდასხმისგან იცავს

ერთი ციდა ძაღლი კობრას თავს დაესხა - მან პატრონისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?