სამარაში 10 წლის ბიჭი ძაღლებმა გაზარდეს
სამარაში 10 წლის ბიჭი ძაღლებმა გაზარდეს
სამარაში პატარა საშა ხელისუფლების ორგანოებმა ძაღლების ხროვაში იპოვეს – ბავშვი ოთხფეხა "აღმზრდელებმა" საკუთარი შვილივით გაზარდეს. მშობლებისგან მიტოვებული ბიჭუნა ხუთ წლამდე ვერ ლაპარაკობდა, ყეფდა და ოთხ ფეხზე ცოცავდა.

ბავშვი თავშესაფარში წაიყვანეს, სადაც მან საკვები პირველად გასინჯა და გონებაც დაკარგა.

"ბიჭი საშინელ პირობებში ცხოვრობდა. ჩვენი მიზანი არაა მშობლებს შვილები წავართვათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბავშვი სოციალურ თავშესაფარში უფრო უკეთ არის, ვიდრე საკუთარ დედასთან", – ჰყვება სამარას კიროვის რაიონის ბავშვთა მეურვეობის ორგანოს თანამშრომელი ტატიანა ივანოვა.

თავშესაფარში მოხვედრამდე 10 წლის საშა დედასთან, ბებიასა და დეიდასთან
ერთად
ცხოვრობდა. მრავალრიცხოვან ნათესავებთან ერთად ბინაში კიდევ 5 ძაღლი ბინადრობდა. ბავშვის გამოკვება ხშირად ავიწყდებოდათ და
იგი შინაურ ცხოველებთან ერთად ერთი თასიდან ჭამდა.

Zooclub

"იგი ნამდვილი მაუგლი იყო, მან არ იცოდა ჩანგლის ხმარება და თეფშიდან საჭმელს ლოკავდა. ხოლო როდესაც ბრაზობდა, ოთხზე დგებოდა და ბავშვებს უყეფდა. მას საკუთარ ასაკზე ბევრად პატარა შეხედულება აქვს", – იხსენებენ თავშესაფარ "როვესნიკის" აღმზრდელები.

"დედა ძალიან მიყვარს. იგი აუცილებლად წამიყვანს აქედან და სახლიდან ყველა ძაღლს გაყრის", – ამბობს საშა.

მაგრამ დედას მისთვის დღემდე არ მიუკითხავს.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სოფია
მართლაც რომ უმადური! მაგრამ ასეთი დედის და ოჯახის გარემოში გაზრდილი ან კი როგორ იქნებოდა უკეთესი!
maia
უმადური არსება, ძაღლები უვლიდნენ, მათთან ერთად იზრდებოდა და ჭამდა და ძაღლების სახლიდან გაყრაზე ოცნებობს!
kola
ასე იზრდებიან პოლიტიკოსები.დაუნდობლები და მკბენარებივით აბეზარნი,არანაირ სიყვარულს ნაზიარებნი,სულით ღალატიანები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?