რამდენ ხანს ცოცხლობენ ძაღლები?
რამდენ ხანს ცოცხლობენ ძაღლები?
ყველაზე ხნიერი ძაღლი 29 წლის ასაკში დაიღუპა. ძაღლი სახელად ბლუი დიდი ხნით შევიდა გინესის წიგნში, მისი ასაკის გამო. მან იცოცხლა 1910 -1939 წალმდე. გაგიკვირდებათ და ბლუის არანაირი განსაკუთრული მოვლა არ ჰქონდა, ის მწყემსებთან ერთად ცხოვრობდა ავსტრიაში, სადაც საქონელს და ცხვარს დაყვებოდა.


ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა უამრავ ფაქტორზეა დამოკედბული, მნიშვნელოვანია მისი კვება, წონა, რამდენად მოძრავია ის, ამასთანავე გენტიკა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანი მისი სხეულის ზომა. 

დღევანდელობაში ნორმალურად ითველბა როდესაც ძაღლი 15 წელს აღწევს. ყველაზე ხნიერმა ძაღლმა 21-ე საუკუნეში
იცოცხლა 22 წელი, ჩიხუახუამ სახელად რომეო.

Zooclub

მაინც რატომ ცოცხლობს ზოგიერთი ძაღლი დიდ ხანს? რამდენიმე ფაქტი,
რაც სპეციალისტებმა დაადგინეს:

ძაღლის ზომები და გენი

მნიშვნელოვანია ძაღლის აღნაგობა და მისი ზომები. დიდი ძაღლების სიცოცხის ხანგრძლივობა უფრო მოკლეა, ვიდრე საშუალო, ან პატარა ზომის ძაღლების. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მინიატურულ ძაღლის ჯიშს შედარებით მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. ნიუფაუნდლენდს, სენბერნარს და მსგავსი დიდი ზომის ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-8 წელია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა 10-12 წელი უცოცხლიათ. იშვიათია, თუმცა მასტიფს 15 წლამდეც მიუღწევია.

დიდი ზომის ჯიშები იზრდებიან ძალიან ნელა, ისინი ზრდასრულ ასაკს 2 დან 3 წლამდე აღწევენ.

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც ახლა მოიყვანა სახლში ლეკვი , რომელიც დიდ ჯიშს განეკუთვნება: კვებეთ ის, იმ საკვებით, რომელიც პროტეინებს და მინერალებს შეიცავს, მათთვის აუცილებელია დიეტა. არ არის სასურველი უეცრად მომატება, ეს სამომავლოდ მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. დიდი ზომის ჯიში სასურველია გამხდარი იყოს, ვიდრე ზედმეტ წონას ატარებდეს. რეგულარულად ავარჯიშეთ თქვენი ოთხფეხა ბინადარი, დღეში ორჯერ, თუნაც 1 საათით, რათა ფორმაში იყოს. ეცადეთ, რომ ის სტრესში არ გყავდეთ, მათთვის ეს დამთრგუნველია და მის ჯანმთელობაზე მოქმედებს.

Zooclub

ძაღლი, რომელიც ფორმაშია, ვარჯიშობს და სწორად იკვებება, ჩვეულებრივზე 2 წლით მეტს ცოცხლობს.
როგორც თავში ავღნიშნე, ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლოვობას , მისი გენეტიკაც განაპირობებს. როდესაც ყიდულობთ ლეკვს, აუცილებლად მოითხოვეთ მისი მშობლების ისტორია, რომელიც მითითებულია, ძაღლის პასპორტში. იკითხეთ ასევე- ფეხმძიმობის დროს, რითი იკვებებოდა ლეკვის დედა, აქვს თუ არა მას რაიმე ქრონიკული დაავადება, ან რა ავადმყოფობები გადაუტანია.

ლეკვის სახლში მოყვანისთანავე, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რათა მან კვების რეჟიმი სწორედ დანიშნოს და ასევე შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პერიოდულად მიიყვანეთ თქვენი ბინადარი ვეტ-ექიმთან შემოწმებაზე, იმისათვის, რომ მხედველობიდან რამე არ გამოგრჩეთ. რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, მარტო არასოდეს გაუშვათ ის სასეირნოთ ( სტატისტიკურად, ყველაზე უყურადღებო შინაური ცხოველი ძაღლია).

თუ გინდათ, რომ თქვენმა ძაღლმა დიდ ხანს იცოცხლოს:

1. აუცილებლად უნდა იყოს გამხდარი.
2. ყოველ დღე გაუწმინდოთ თქვენს ბინადარს კბილები, სპეციალური ჯაგრისით.
3. ყოველ დღე გაასეირნეთ ჰაერზე, მაშნაც კი თუ ასაკოვანია, ამით მას კუნთები უმაგრდება.
4. ყოველდღიურად ავარჯიშეთ თქვენი ძაღლი.
5. პროფილაქტიკისთვის ხშირად მიმართეთ თქვენს ვეტერინარს ( თვეში 1 ვიზიტი, თუ ძაღლი ჯანმრთელია).

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენი საყვარელი ბინადარი, იმაზე მეტ ხანს იქნება თქვენს გვერდით ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?