ძაღლი თავის უსახლკარო მეგობრებს აჭმევს (+ ვიდეო)
ძაღლი თავის უსახლკარო მეგობრებს აჭმევს (+ ვიდეო)
ყოველ ღამე, ბოლო სამი წლის მანძილზე ბრაზილიის ნაგავსაყრელზე მცხოვრები ძაღლი ღამის საშიშ გზებზე 5 მილს გადის, რათა დააპუროს თავისი მეგობრები – ძაღლი, კატა და რამდენიმე ქათამი.

თავიდან ის გარბოდა, რომ დაეპურებინა ლეკვები, ახლა კი ისეთივე უსახლკარო მეგობრებს ეხმარება, როგორიც თვითონაა.

Zooclub

ლილიკა თავად დაიბადა ამ ნაგავსაყრელზე, მაგრამ მას ცხოვრებაში კეთილი ადამიანი შეხვდა. ლუჩია ხელენა დე სუზამ ვერ აუარა გულგრილად, როდესაც ეს პატარა ნაგავში იქექებოდა და მფარველობის ქვეშ აიყვანა. მალე ქალბატომა შეამჩნია, რომ თავის პორციის შეჭმის მერე ლილიკა თვალმოუშორებლად აკვირდებოდა საჭმლიან პაკეტს.
აღმოჩნდა, რომ ძაღლს უნდოდა საჭმელი თავისი მეგობრებისთვის გაენაწილებინა.

Zooclub

იმ დღეს ლუჩიამ ლილიკას პაკეტი დაუდო, ძაღლმა
კი პირი დასტაცა და ნაგავსაყრელისკენ გაეშურა.

მას მერე ლუჩია ყოველღიურად ავსებს პაკეტს სოსისებით, ბრინჯითა და ლობიოთი ლილიკასა და მისი მეობრებისთვის და ელოდება მას ერთი და იმავე ადგილას. ლილიკა არასოდეს აგვიანებს და თავისი პორციის შეჭმის შემდეგ უკან, ნაგავსაყრელისკენ მიმავალ გრძელ და საშიშ გზას მიუყვება.

Zooclub

ლუჩია ვეღარ გადის ქალაქიდან. მას არ შეუძლია მიატოვოს ლილიკა, რომელიც მის იმედზეა და დაელოდება. ქალი დარწმუნებულია, რომ ადამიანებს ძალიან ბევრი რამ აქვთ ცხოველებისგან სასწავლი.


Zooclub



იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?