პატრონმა ძაღლი სიკვდილისგან იხსნა (+ვიდეო)
პატრონმა ძაღლი სიკვდილისგან იხსნა (+ვიდეო)
სკოტმა 14 თვის ძაღლი მას შემდეგ აიყვანა, რაც მეუღლე გარდაეცვალა. ძაღლი სახელად ბაკი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მამაკაცს დარდს უმსუბუქებდა, ეთამაშებოდა და სითბოს უნაწილებდა, იმ დრომდე, სანამ ბაკის არ აღმოუჩინეს იშვიათი გულის დაავადება. სკოტი ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რათა მისი საყვარელი ძაღლი გადარჩენილიყო.
ბაკის აღმოაჩნდა გულის დისპლაზია, გულის არითმია ჰქონდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა ნებისმიერ მომენტში.

"მე ორი არჩევანი მქონდა – დამეხარჯა უამრავი ფული მისი გადარჩენისთვის ან დავლოდებოდი როდის მივიდოდა ის სიკვდილის პირას." – უთხრა სკოტმა RTV 6-ის ჟურნალისტს.

Zooclub

სკოტმა გადაწყვიტა
მისთვის გაეკეთებინათ ისეთი ოპერაცია, რომელიც ძაღლისთვის არასოდეს გაუკეთებიათ. არავინ იცოდა როგორი შედეგით დამთავრდებოდა ყოველივე ეს.
პატრონმა თავისი ძაღლი წაიყვანა 2,300 მილის მოშორებით – კალიფორნიიდან ოჰაიოს შტატში, რადგან, მხოლოდ იქ დათანხმდა ექიმი გაეკეთებინა ბაკისთვის ეს რთული ოპერაცია. სკოტის შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ძაღლს გაუკეთდა გულის ოპერაცია და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

"ის იღბლიანი ძაღლია და ბევრი დადებითი ენერგია მოდის მისგან." – ამბობს სკოტი.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?