წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა (+ვიდეო)
წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა (+ვიდეო)
აშშ-ს ერთ-ერთი ქალაქის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში ქალბატონმა დარეკა და სთხოვა მათ მილში ჩავარდნილი ლეკვი გადაერჩინათ. ერთი თვის ლეკვი ვიწრო მილში იყო გაჭედილი და ვერ ახერხებდა გამოსვლას. ის არც კი ჩანდა, მხოლოდ მისი ტირილის ხმა ისმოდა.

4 საათი დასჭირდათ მაშველებს, რომ ცხოველი წყლის მილიდან ამოეყვანათ, თუმცა თავდაუზოგავი შრომი შედეგად, უმწეო ლეკვი გადაარჩინეს.

Zooclub

პატარა ბინადარი დაუყოვნებლივ ვეტერინართან წაიყვანეს; საბედნიეროდ, მას არ აღენიშნებოდა დაზიანებები, მხოლოდ სიცივისგან გაყინული და შეშინებული სჩანდა.

ვერავინ მიხვდა, როგორ მოხვდა ლეკვი ასეთ პატარა მილში, თუმცა, რომ არა ცხოველთა მოყვარული ადამიანების თავდაუზოგავი შრომა
მის გადასარჩენად, ეს პატარა არსება ნამდვილად დაიღუპებოდა.

იხილეთ ვიდეო

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?