3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა (+ვიდეო)
3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა (+ვიდეო)
ძაღლი საოცარი არსებაა, მათი ერთგულებისა და თავგანწირვის შესახებ არაერთი ისტორია გვსმენია. და აი, კიდევ ერთი მაგალითი, ძაღლის ერთგულებისა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
3 წლის ბავშვი თავის ძაღლთან ერთად, სოფელთან ახლოს მდებარე ტყეში წავიდა. ძაღლი ბავშვს თან გაჰყვა და გვერდიდან არ შორდებოდა.

Zooclub

3 წლის ჯულია ბოლოს დედამ ნახა, როგორ თამაშობდა ეზოში, ამის შემდეგ ის უკვალოდ დაიკარგა. 200-მდე მაშველი და მოხალისე ძაღლებთან ერთად ეძებდნენ ჯულიას სოფელშიც და მის გარშემო ტყეშიც, მთელი საღამოს განმავლობაში. ბავშვის ძებნას ყინვა და სიცივეც ართულებდა. მთელი ღამე
ვერტმფრენიც ტყისა და სოფლის გარშემო დაფრინავდა, თუმცა უშედეგოდ, მის კვალს ვერ მიაგნეს.

ამ პერიოდში, ტყეში
დაკარგულ ჯულიას, მისი ოთხფეხა მეგობარი მთელი ღამე თავისი სხეულით ათბობდა, ძაღლი რომ არა, პატარა გოგონა გაიყინებოდა. მაშველებმა მას, მხოლოდ გამთენიისას მიაგნეს. 3 წლის ჯულია სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების განცხადებით მის ჯანმთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

ყველა აღნიშნავდა, რომ ძაღლი, რომელმაც ჯულია გადაარჩინა, ნამდვილი გმირი იყო.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

"ყველა მეუბნებოდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა"

როგორ შეხვდა ლეკვი ადამიანს , რომელმაც გადაარჩინა

უსინათლო ძაღლის, ერთგული მეგობარი კატა

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?