მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი სახელად ზევსი გარდაიცვალა
მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი სახელად ზევსი გარდაიცვალა
გერმანული დოგი სახელად ზევსი, 2013 წელს რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე დიდი ტანის ძაღლი მსოფლიოში .
ზევსი 70 კგ-ზე მეტს იწონიდა, ხოლო მისი სიმაღლე 1.10 მ-ზე მეტი იყო, როდესაც ის ორ ფეხზე იდგა სიმაღლეში 2 მ-ზე მეტს აღწევდა. სამწუხაროდ, ძაღლი 2014 წელის 3 სექტემბერს, 5 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ძაღლი 8 კვირის იყო, როდესაც პირველად დორლაგების ოჯახის წევრი გახდა და ბოლო წუთებამდე ცხოველი მიჩიგანში (აშშ) მათთან ერთად ცხოვრობდა.

ზევსი იყო დამხმარე ძაღლი, რომელიც სახლთან ახლო მდებარე კლინიკაში მიჰყავდა პატრონს და იქ
პაციენტებს ამხნევებდა.

Zooclub

"მას ძალიან მოსწონდა ადამიანის კალთაზე ჯდომა, თავიდან ადამიანებს ეშინოდათ მისი და თან უკვირდათ,
თუმცა შემდეგ ხვდებოდნენ, რომ ამ ძაღლს თბილი გული ჰქონდა და ხალხის გამხიარულება სურდა. ის იყო გამორჩეულად კარგი ძაღლი, მე ის არასოდეს დამავიწყდება." – ამბობს ზევსის პატრონი.

ასევე იხილეთ

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?