ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი მსოფლიოში
ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი მსოფლიოში
Agence France-Presse-ს ცნობით ჩინეთის ერთ-ერთ პროვინცია ჩჟენცზიანში, ტიბეტური მასტიფის ლეკვი 19 მარტს 1.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
როგორც ჩჟენცზიანის მცხოვრებმა, რომლის საქმიანობაც ტიბეტური მასტიფის გამრავლებაა, ადგილობრივ გაზეთს ინტერვიუში განუცხადა, ოქროსფერი შეფერილობის ლეკვის პატრონი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ლეკვად, ცინდაოს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი გახდა.

კიდევ ერთი ტიბეტური მასტიფი მან 1 მილიონ დოლარად გაყიდა. ლეკვების ასეთი მაღალი ფასი, მისი თქმით, განპირობებულია იმით, რომ სუფთა სისხლის ტიბეტური მასტიფები გვხვდება ისევე იშვიათად, როგორც პანდები,
რომელიც ჩინეთის ეროვნული ღირსების სიმბოლოდ ითვლება.

ტიბეტური მასტიფი, რომელიც ძაღლებში ჩინურ ჯიშად ითვლება. მრავალი წლის განმავლობაში ატარებს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლის სახელს.

ფასის წინა რეკორდი ამავე ჯიშის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. ის 2011 წელს 1.5 დოლარად გაიყიდა.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?