პოლიციელი ძაღლი თავის დაღუპულ მეწყვილეს დაემშვიდობა
პოლიციელი ძაღლი თავის დაღუპულ მეწყვილეს დაემშვიდობა
ყველაზე საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ახლობელ ადამიანს სამუდამოდ ვაცილებთ სასუფეველში. მსგავსი ფაქტი ცხოველისთვისაც განსაკუთრებული სტრესი და ტკივილია, რომდესაც ის ემშვიდობება იმ ადამიანს, რომელიც თავის თავზე მეტად უყვარდა.

ფიგო უკვე დიდი ხანია, რაც კენტუკის (აშშ) პოლიციის რიგებში მსახურობს. მისი მეწყვილე ოფიცერი ჯეისონ ელისი ტრაგიკულად დაიღუპა, როდესაც ის და თავისი მეწყვილე ძაღლი მძევლების განთავისუფლებას ცდილობდნენ.

ჯეისონის დაკრძალვაზე შეკრებილები იყვნენ მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და თანამშრომლები, რათა მისთვის საბოოლოო გამოსამშვიდობებელი სიტყვა ეთქვათ. თანამშრომლებმა ოფიცრის მეწყვილე ფიგუც მიიყვანეს მასთან დასამშვიდობებლად, რომლისთვისაც ეს დიდი ტრაგედია
და სტრესი
იყო.

Zooclub

"ფიგომ ძალიან განიცადა თავისი ერთგული მეწყვილის დაკარგვა. როდესაც ის სასთუმალს მიუხლოვდა თათით შეეხო მას და ყველას გასაკვირად ცრემლები წამოუვიდა. ის ძალიან ჭკვიანი ძაღლია და ბოლომდე ერთგულად იდგა თავის სამსახურში. თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, გადავწყვიტეთ ძაღლმა გარკვეული პერიოდი დაისვენოს და შემდეგ დაუბრუნდეს თავის მოვალეობას. მას ძალიან უყვარდა ჯეისონ. ამ ეტაპზე არ ვიცით თავისი მეწყვილის გარეშე როგორ შესძლებს ცხოვრების გაგრძელებას."- ამბობს ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერი.

ასევე იხილეთ:

სამეფო კობრა ჭაში ჩავარდნილ ლეკვებზე ზრუნავდა

ლეკვი თავისი მეგობარი ავაზას ოპერიაციას დაესწრო

მაიმუნს უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?