ადამიანის სისასტიკის კიდევ ერთი მსხვერპლი - ძაღლი, სახელად რუ (+ვიდეო)
ადამიანის სისასტიკის კიდევ ერთი მსხვერპლი - ძაღლი, სახელად რუ (+ვიდეო)
ცხოველების მოყვარულებს ყოველთვის უკვირთ და ვერასოდეს ხვდებიან, რატომ ხდებიან ცხოველები ადამიანისგან სისასტიკის მსხვერპლნი. არა ერთი შემთხვევა გვსმენია, როდესაც ადამიანი ცხოველს უმიზეზოდ კლავს ან აწამებს.
უკეთილშობილესი ძაღლი, სახელად რუ, ადამიანების სისასტიკის კიდევ ერთი მსხვერპლია. როდესაც რუ იპოვეს, მას მთელ სხეულზე გადასხმული ჰქონდა, არც მეტი არც ნაკლები, ცემენტი.

ძაღლი საოცრად შეშინებული და დათრგუნული იყო.

მის ახალ პატრონს რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა ძაღლის ნდობა და სიყვარული მოეპოვებინა.
"რუ პატარა ხმაურზეც კი შეშინებული წამოხტებოდა და დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მისი ნდობის მოპოვება,
თუმცა შემდეგ შევეჩვიეთ ერთმანეთს. დღეს რუ ბედნიერი, მოსიყვარულე და მხიარული ძაღლია."- ამბობს ძაღლის პატრონი.

იხილეთ ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ ბედნიერად ცხოვრობს დღეს რუ თავის ახალ პატრონთან ერთად.

ასევე იხილეთ:

ადამიანები, რომლებმაც ცხოველების გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს

მზის დათვი, ანუ მალაიური დათვის ბელი ლაილა

პატრონმა ძაღლი სიკვდილისგან იხსნა
თაკო
გაიხაროს ყველამ, ვინც ამ ან სხვა ცოცხალი არსები გადასარჩენად რაიმე გააკეთა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?