არხში ნაპოვნი ძაღლის სასწაულებრივი გარდასახვა (+ვიდეო)
არხში ნაპოვნი ძაღლის სასწაულებრივი გარდასახვა (+ვიდეო)
ხშირად ასეა, როცა ყველა იმედი იწურება - სწორედ, მაშინ გამოჩნდება ხსნა. ასე მოხდა პატარა ძაღლის, ფრენკის ცხოვრებაშიც.

ინდონეზიის შემადგენლობაში შესული კუნძული ბალის მოსახლეობა 4 220 ადამიანს შეადგენს. მათ გარდა აქ  ცხოვრობს 400 000 უსახლკარო ძაღლი, რომლებიც დაეხეტებიან ქუჩებში და ჩვეულებრივ, თავიანთ სიცოცხლეს დიდ წამებაში ამთავრებენ. ბევრი უსახლკარო ძაღლი ბალის ქუჩებში სიყვარულისა და ზრუნვის გარეშე იღუპება.

თუმცა, ერთ-ერთ ძაღლ ფრენკს ძალიან გაუმართლა, რადგან იგი ბალის თავშესაფრის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ფრენკი შემთხვევითმა გამვლელმა  სრულიად ბეწვგაცვენილი და არანორმალურად დეფორმირებული სხეულით არხში იპოვა. 

ძაღლი მაშინვე თავშესაფარში გადაიყვანეს,
სადაც იგი წარმოუდგენლად გარდაისახა.

ფრენკი ასეთ მდგომარეობაში იპოვეს. მას ჰქონდა მუნი, ჭიები და ორგანიზმი კალცის ძალიან
დიდ დეფიციტს განიცდიდა.

Zooclub

მრავალი თვის განმავლობაში, ძაღლების სარეაბილიტაციო თავშესაფარ BARC-ში (Bali Dog Adoption Rehabilitation Centre) ფრენკის გამოჯანმრთელებაში ეხმარებოდნენ.

Zooclub

ისინი ცდილობდნენ ძაღლის ინფექციისგან და დეფორმაციისგან განკურნებას.

Zooclub

ფრენკს დეფორმირებული კიდურების წესრიგში მოსაყვანად, წინა თათებზე თაბაშირი გაუკეთეს.

Zooclub

ეს ძაღლისთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ თავშესაფრის თანამშრომლების დახმარებისა და სიყვარულის შედეგად ყველაფერი გამოვიდა.

Zooclub

ფრენკი იღებდა პრეპარატებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კალცს შეიცავდა.

Zooclub

ფრენკს, სულ მალე, წინა თათების დეფორმაციის გამოსწორების შემდეგ, თაბაშირი მოხსნეს.

Zooclub

ახლა ფრენკი მსოფლიოში უბედნიერესი ძაღლია.


იხილეთ ვიდეო

mariami
რა საწყალი ყოფილა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?