ძაღლის 15 გავრცელებული სახელი
ძაღლის 15 გავრცელებული სახელი
ჯერ არ გადაგიწყვიტავთ, რა დაარქვათ ოთხფეხა მეგობარს? გჭირდებათ ისეთი სახელი, რომელიც იქნება მარტივად წარმოსათქმელი და ასევე მოუხდება ძაღლის ხასიათსა და გარეგნობას?

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძაღლის ყველაზე გავრცელებული სახელები შევკრიბეთ. თითოეულ მათგანს თავისი განმარტება აქვს ან უბრალოდ ლამაზად ჟღერს. გადახედეთ ჩამონათვალს, შესაძლოა, თქვენი ახალი ბინადრისთვის სახელის შერჩევა ბევრად გაგიმარტივდეთ.

ბელა

ბელა იტალიურად "ლამაზს" ნიშნავს. მას შემდეგ, რაც ფილმი "ბინდი" (2009 წელი) ეკრანებზე გამოვიდა, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია.

მოლი

ეს სახელი დიდი პოპულარობით "ჰარი პოტერის" თაყვანისმცემლებს შორის სარგებლობს.

ჩარლი

კლასიკური სახელი ჩარლი,
შეგიძლიათ, დაარქვათ როგორც ხვადს, ისე ძუ ლეკვს. მულტიპლიკაციურ ფილმში "ლუნი ტუნსი"  ჩარლის ეძახიან საყვარელ ყავისფერ
ძაღლს დიდი ცხვირით.

მაქსი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყვარელი სახელია, რომელიც დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის "პატარა ქალთევზას" გმირია. 

რუბი

ძაღლის კიდევ ერთი გავრცელებული სახელი, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჯეკი

ჯეკა ან ჯეკი ითვლება მამაკაცურ სახელად, მაგრამ შეიძლება, დავარქვათ მხიარულ და თამაშის მოყვარელ ძუ ძაღლსაც.

ბადი

ნამდვილი მეგობრული სახელია. ამ სახელის დარქმევის შემდეგ, ყველას ეცოდინება, თუ ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი.

ლუსი

ლუსი "ლუსილის" შემოკლებული სახელია. ის მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "სინათლე", როგორც "ჩემი ლუსი ჩემი ცხოვრების სინათლეა!"

ოსკარი

ეს სახელი საუკეთესოა მხიარული, თავნება და ჯიუტი ძაღლებისთვის. 

როქსი

როქსი ძველი სპარსული სახელია, რომელიც "განთიადს" ნიშნავს. ნათელი სახელი, ნათელი ლეკვისთვის.

კოკო

სახლში უსაყვარლესი ლეკვი მოიყვანეთ?  სახელი კოკო ნამდვილად შესაფერისი იქნება.

ტობი

ეს "ტობიასის" შემოკლებული სახელია - შეეფერება, როგორც პატარას, ისე დიდი ზომის ძაღლს.

როსი

როსი კიდევ ერთი საყვარელი სახელია შინაური ცხოველისთვის. ეს სახელი შეგიძლიათ, დაარქვათ როგორც ძუს, ისე ხვადს.

ბონი

ბონი - "ლამაზი, გულკეთილი და მხიარული" - კიდევ რა თვისება უნდა ჰქონდეს ლეკვს?

მილი

მილის სრული ვარიანტია "მილიკანი". ტობიასის მსგავსად, შეგიძლიათ, დაარქვათ დიდსაც და მომცრო ტანის ძაღლსაც.

ასევე იხილეთ:

როგორ შევურჩიოთ ძაღლს სახელი?

ძაღლის ყველაზე გავრცელებული სახელები 2016 წელს
ჰმმმ
მე ვფიქრობ ამერიკული სტატიაა, გადმოთარგმნილი ქართულად. ძაან მეეჭვება საქართველოში "ოსკარი" ბევრ ძაღლს ერქვას ან "ჩაცრლი"
Tio
ჩემებს ქვია: ტოტონიკა, ხატულიკა, დადულინა და ბასიკუ :D
lia
ბაკურა,გელია და ბროლია ძაღლისთვის საუკეთესო სახელებია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?