ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს
ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს
ყველა ძაღლს ინდივიდუალური ხასიათი აქვს, თუმცა, სპეციალიტებმა გამოარჩიეს რამდენიმე ჯიში, რომლებიც ყველაზე მეტად ცდილობენ პატრონებს თავი მოაწონონ. ამ სახეობების მოთვინიერება შედარებით მარტივია, არა იმიტომ, რომ ისინი მეტად ინტელექტუალები არიან, არამედ იმიტომ, რომ მოწადინებულნი არიან პატრონს თავი მოაწონონ. ზოგიერთი ძაღლი მეტად კონცენტრირებულია ჯილდოს მიღებაზე, ზოგიერთი მათგანი კი დამჯერი ხასიათით გამოირჩევა. 

თუ თქვენ ეძებთ ისეთ ძაღლს, რომელსაც მარტივად შეასწავლით ბრძანებებს, გადახედეთ ქვევით მოყვანილ 10 ჯიშს.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ოქროსფერი რეტრივერის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ეს ჯიში ყოველთვის ცდილობს პატრონს თავი მოაწონოს. ოქროსფერი რეტრივერი ძალიან მგრძნობიარე ხასიათით გამოირჩევა, ის ყველაფერს აკეთებს, რომ
მისი გარშემომყოფების სიყვარული დაიმსხუროს, ამიტომ მისი ვარჯიში და მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება იოლია.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორი მეტად სოციალური ჯიშია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ოჯახის წევრები ბედნიერნი იყვნენ. შესაძლოა, 2 წლამდე მისი დამორჩილება ცოტა გაგიჭირდეთ, თუმცა, ბრძანებებს მარტივად სწავლობს.

გერმანული ნაგაზი

Zooclub

ეს ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია, რომელიც შეიძლება მრავალმხრივ შევაფასოდ. პირველ რიგში კი - მარტივი აღქმის უნარით. ის იოლი გასაწვრთნელია, რადგან ძალიან დამჯერი ჯიშია. ოქროსფერი რეტრივერის მსგავსად გერმანული ნაგაზიც საოცრად მგრძნობიარე ძაღლია საკუთარი პატრონის მიმართ.

ავსტრალიური ნაგაზი

Zooclub

ამ ჯიშს ულევი ენერგია აქვს, ძალიან მოსწონს სიახლეები და ადვილად სწავლობს ბრძანებებს. თუ ეძებთ ჯიშს, რომელსაც მარტივად გაწვრთნით, ავსტრალიური ნაგაზი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

სტანდარტული პუდელი

Zooclub

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ პუდელი ლამაზი დეკორატიული ჯიშია, მაგრამ ის საკმაოდ ინტელიგენტი და დამჯერი ძაღლია. მისი წვრთნა არ არის რთული, პუდელი ყოველთვის ცდილობს პატრონს თავი მოაწონოს.

პაპილონი

Zooclub

შესაძლოა, პაპილონი ერთი ციდაა, მაგრამ მისი ვიზუალობა ნუ მოაგტყუებთ. ის ძალიან აქტიური და მარტივად გასაწვრთნელი ჯიშია. პაპილონი საკმაოდ წარმატებულია სხვადასხვა სპორტულ კონკურსში, ის ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და მამაცი სახეობაა.

ბორდერ კოლი

Zooclub

ყველაზე დამჯერი, ინტელიგენტი ბორდერ კოლი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისას. თუ გსურთ აქტიური ძაღლი, რომლესაც გაწვრთნით, ეს ჯიში საუკეთესო არჩევანია.

ბელგიური მალინუა

Zooclub

შრომისმოყვარე და ენერგიული მალინუა დაუღალავად შეასრულებს პატრონის ბრძანებებს. მისთვის მთავარია ოჯახის წევრი ასიამოვნოს. ის საოცრად მგრძნობიარეა პატრონის მიმართ და ყველთვის მზად არის დაელოდოს მომდევნო ბრძანებას.

შეტლანდიური ნაგაზი (შელტი)

Zooclub

შელტი ვიზუალურად ძალიან გავს გრძელბალნიან კოლის, თუმცა, ის შედარებით პატარა ტანისაა. ისევე, როგორც კოლი, ეს ჯიშიც გამოირჩევა დამჯერი ხასიათით, თუმცა, საოცრად აქტიურია. ამ ჯიშს სპორტულ შეჯიბრებებში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს, როგორც მორჩილ და მარჯვე ძაღლს. შეტლანდიური ნაგაზი საოცრად ინტელიგენტი და დამჯერი ჯიშია.

ბელგიური ტერვიურენი

Zooclub

გრძელბეწვიანი ტერვიურენი ძალიან აქტიური და ენერგიული ჯიშია. ის ყოველთვის ცდილობს პატრონის გულის მოგებას და საკმაოდ იოლად სწავლობს ბრძანებებსაც.

ასევე იხილეთ:

ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული ბოლო მონაცემებით

რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?

10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში

კლეფანდურა
დობერმანი ყველას ჯობია
მე
არ სწავლობს კავკასიური ნაგაზი ბრძანებებს მარტივად და არც სწავლობს ძირითადად. რაც ევალება ის სწავლების გარეშე აქვს გენში
nik@
ვეიმარი?
"კალაბოკა"
კავკასიური სადაა?!როგორც ვიცი ყველაზე ჭკვიანი და გამგე ძაღლია .
123
ოქროსფერი რეტრივერი ჩემი ფავორიტია ბავშვობიდან:) ახლა სახლში რომ მოვიყვანო,ერთად გამოგვისტუმრებენ,მაგრამ როდესაც საკუთარი სახლი მექნება ეზოთი,აუცილებლად მეყოლება ეს უსაყვარლესი უჭკვიანესი უთბილესი ჯიშის ძაღლი-მეგობარი:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?