დალ­მა­ტი­ნე­ლი
დალ­მა­ტი­ნე­ლი
ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლი დალ­მა­ცი­ე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია მათ­თვის, ვი­საც მის სა­ვარ­ჯი­შოდ და გა­საწ­ვრთნე­ლად საკ­მა­რი­სი დრო აქვს . მი­სი გა­რეგ­ნო­ბა ყვე­ლას აღაფ­რთო­ვა­ნებს, მაგ­რამ ამ ძაღლს სხვა უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღირ­სე­ბე­ბიც აქვს. დალ­მა­ტი­ნე­ლის წარ­მო­შო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი­ა, რომ XIX სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პა­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში მა­თი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ცხე­ნებ­შებ­მუ­ლი ეტ­ლის გვერ­დით სირ­ბი­ლი და მძარ­ცვე­ლე­ბის­გან მგზავ­რე­ბის დაც­ვა იყო. ეს ძაღ­ლი მღრღნე­ლე­ბის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლა­დაც ჰყავ­დათ. ხა­ლი­სი­ან და ცელქ დალ­მა­ტი­ნე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შვე­ბი და მათ­გა­ნაც იმა­ვეს გრძნო­ბენ, სი­ა­მოვ­ნებთ პატ­რო­ნებ­თან ერ­თად ყოფ­ნაც.

ლა­ქე­ბით
და­ფა­რუ­ლი ძაღ­ლის ერ­თა­დერ­თი ჯი­ში – დალ­მა­ტი­ნე­ლი აქ­ტი­უ­რი, გამ­ძლე, სწრა­ფი და გო­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლი­ა. დალ­მა­ტი­ნე­ლის გლუ­ვი, მბზი­ნა­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია – საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით მსუ­ბუ­ქად და­ვარ­ცხნა.
აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - ევროპა
მთქავ. დანიშნ - თანაეგზურობა
ტემპერამენტი - მშვიდი, მგრძნობიარე
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ინტენსიური
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
48-58 სმ
23-29 კგ
ძუ
48-58 სმ
20-27 კგ


კუ­დი

გრძე­ლი, წვრი­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას ოდ­ნავ აზი­დუ­ლი და მოხ­რი­ლი.

ბეწ­ვი
მოკ­ლე, მა­გა­რი და ხში­რი, ქათ­ქა­თა თეთ­რი, კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი შა­ვი ან ღვიძ­ლის­ფე­რი ლა­ქე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, ღო­ნი­ე­რი და მკვრი­ვი, უკა­ნა – ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები
მრგვა­ლი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი თითებით. ბრჭყალები თეთ­რი ან ლაქებიანია.

სა­ხე
პრო­პორ­ცი­ული – ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი

ჩვე­უ­ლებ­რივ, ყა­ვის­ფე­რი ან ცის­ფე­რი, შავ­ლა­ქე­ბი­ანის თვალები უფ­რო მუ­ქია, ვიდრე ღვიძლისფერ- ლაქებიანის.

ცხვი­რი
შავ­ლა­ქე­ბი­ან ძაღ­ლებს აქვთ შა­ვი ცხვი­რი, ღვიძ­ლის­ფერ­ლა­ქე­ბი­ანს – ყა­ვის­ფე­რი.

ტა­ნი
გამ­ხდა­რი და კარ­გად და­კუნ­თუ­ლი, დი­დი, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დი­თა და გრძე­ლი, მოხ­რი­ლი კის­რით.


Zooclub

დალ­მა­ტი­ნე­ლე­ბი საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან, ასე რომ, მა­თი წვრთნი­სას სა­ჭი­როა მოთ­მი­ნე­ბა, დაყ­ვა­ვე­ბა, მაგ­რამ თანა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა.

ამ ჯი­შის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბევ­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­ში. სუ­რათ­ზე გა­მო­სა­ხულ ამ და­კუნ­თულ დალ­მა­ტი­ნე­ლს პო­ინ­ტე­რის აგე­ბუ­ლე­ბა აქვს, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ენა­თე­სა­ვე­ბა.


რჩევა:
ა­ხალ­და­ბა­დე­ბულ ლეკ­ვებს ლა­ქე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. ეს ლა­ქე­ბი უჩ­ნდე­ბათ და­ბა­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
სა­ნამ ლეკ­ვებს შე­ი­ძენთ, ყურ­თას­მე­ნა შე­უ­მოწ­მეთ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?