გრეიჰაუნდი
გრეიჰაუნდი
მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ერ­თ-ერ­თმა უძ­ვე­ლეს­მა ჯიშ­მა, ფეხ­მარ­დმა გრე­ი­ჰა­უნ­დმა, დი­დი ხა­ნია სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა მო­ნა­დი­რემ . მი­სი ელე­გან­ტუ­რი ფი­გუ­რა ხში­რად გა­მო­სა­ხუ­ლია დი­დე­ბულ­თა ია­რა­ღებ­ზე. გრე­ი­ჰა­უნ­დე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შუა აღ­მო­სავ­ლე­თი­დან არი­ან, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვთ ევ­რო­პა­შიც, სა­დაც ამ მო­ნა­დი­რე ძაღ­ლზე დი­დი მოთხ­ოვ­ნა იყო. წყნა­რი და მგრძნო­ბი­ა­რე გრე­ი­ჰა­უნ­დე­ბის­გან დამ­ჯე­რი და მორ­ჩი­ლი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი დგე­ბი­ან. მაგ­რამ მათ შე­მორ­ჩე­ნი­ლი აქვთ მო­ნა­დი­რუ­ლი ინ­სტინქ­ტე­ბი, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ბელ­მობ­მუ­ლი უნ­და გყავ­დეთ. გრე­ი­ჰა­უნ­დე­ბი მშვე­ნივ­რად ეწყ­ო­ბი­ან ბავ­შვებს და ზო­გა­დად, ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას. ად­ვი­ლად იწ­ვრთნე­ბი­ან, ოღონდ პატ­რო­ნე­ბი ფრთხი­ლად უნ­და მო­ეპყ­რონ და უხე­ში, დეს­პო­ტუ­რი მოქ­ცე­ვით არ დათ­რგუ­ნონ.

გრე­ი­ჰა­უნ­დე­ბის გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა, უბ­რა­ლოდ და­ვარ­ცხნეთ სა­ვარ­ცხლით ან მაგარი ჯაგ­რი­სით და და­ბა­ნეთ შამ­პუ­ნით
სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ნატით თუ გაწ­მენ­დთ, მი­სი­ ბეწ­ვი იბზინებს.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა – შუა აღმოსავლეთი
მთავ. დანიშნ – ნადირობა
ტემპერამენტი – დამჯერი, მოსიყვარულე
სიც. ხანგრძლივობა – 10-12 წელი
მოვლა – დროდადრო ვარცხნა
ვარჯიში – რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე – კარგი

ხვადი
71-76 სმ; 29 -32 კგ

ძუ
69 -71 სმ; 27-29 კგ


ბეწ­ვი
კან­ზე გა­წო­ლი­ლი, ლა­მა­ზი, მოკ­ლე; შე­იძ­ლე­ბა იყოს შა­ვი, ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი, წითური, ცისფერი, ჩალისფერი, ჭრელი ან ნე­ბის­მი­ე­რი ამ ფერ­თა­გა­ნი თეთ­რით გაწყ­ო­ბი­ლი.

კუ­დი
გრძე­ლი, ლა­მა­ზი, ვიწ­რო, ბო­ლო­ში ოდ­ნავ აპ­რე­ხი­ლი.

სა­ხე
გრძე­ლი და ვიწ­რო, ჭკვი­ა­ნუ­რი და ცოცხ­ა­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ტა­ნი
გამ­ხდა­რი, ძლი­ე­რი, სწრაფი სირბილისთვის შექმნილი.

ფე­ხე­ბი

გრძე­ლი, და­კუნ­თუ­ლი, ძლი­ე­რი წი­ნა და უკა­ნა ფე­ხე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი ან ყა­ვის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

თვა­ლე­ბი
ღია ან მო­ყა­ვის­ფრო ელ­ფე­რით.

თათები
მძი­მე და მიჯ­რი­ლი თითებითა და ძლი­ე­რი ბრჭყა­ლე­ბით.

მა­ღა­ლი და გამ­ხდა­რი გრე­ი­ჰა­უნ­დი მიჩ­ნე­უ­ლია ძაღ­ლის უს­წრა­ფეს ჯი­შად, ავითარებს დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარეს. გრე­ი­ჰა­უნ­დის რბო­ლა, რო­გორც სპორ­ტი, აღ­მო­ცენ­და 1912 წელს. ამ რბო­ლის დროს მწევრები ­მრგვალ და ოვა­ლურ ბი­ლი­კებ­ზე მე­ქა­ნი­კურ ან ხე­ლოვ­ნურ კურ­დღელს დას­დევენ.

გრე­ი­ჰა­უნდს აქვს ძალ­ზე თხე­ლი კა­ნი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად უს­კდე­ბა, ამი­ტომ ცივ კლი­მატ­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა თბი­ლი ჩასაცმელი.

იმი­სათ­ვის, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს გამ­ხდა­რი აღ­ნა­გო­ბა, გრე­ი­ჰა­უნდს უნ­და აჭა­მოთ ცო­ტა, დღე­ში ორ-სამ­ჯერ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში დღე­ში ერ­თხელ და ბევ­რი.

გრე­ი­ჰა­უნ­დებს უნ­და მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ირ­ბი­ნონ ბევ­რი ღია ცის ქვეშ, ასე­ვე, დიდ­ხანს ასე­ირ­ნეთ სწრა­ფი ნა­ბი­ჯით – სა­სურ­ვე­ლია, ერ­თსა და იმა­ვე დროს ყო­ველდღი­უ­რად, რად­გან მათ უყ­ვართ განრიგის მიხედვით ცხოვრება.

Zooclub

რჩევა:
ცუდად იტანენ ზო­გი­ერ­თ ტკივილგა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლ­სა და რწყი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბას.
სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­და ეკე­თოს სა­ბე­ლი.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?