ინგლისური კოკერ სპანიელი
ინგლისური კოკერ სპანიელი
სა­ოც­რად მომ­ხიბ­ლა­ვი, ძალ­ზე ხა­ლი­სი­ა­ნი ინ­გლი­სუ­რი კო­კერ სპა­ნი­ე­ლი ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ცხო­ვე­ლია მის მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში – ინ­გლის­ში . გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბი­სა და ხა­სი­ა­თის ამ ჯი­შის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად ხრო­ვის მე­თა­უ­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. სპა­ნი­ე­ლე­ბი წარ­მო­იშ­ვნენ ეს­პა­ნეთ­ში (მა­თი სა­ხე­ლი, შე­საძ­ლო­ა, არის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ეს­პა­იგ­ნოლ, რაც ფრან­გუ­ლად ეს­პა­ნურ ძაღლს ნიშ­ნავს) და თან­და­თან მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი გახ­დნენ. ბრი­ტა­ნეთ­ში გან­ვი­თარ­და სპა­ნი­ე­ლის ორი მსგავ­სი ხა­ზი – სპრინ­გე­რი და კო­კე­რი. კო­კერს შე­უძ­ლია და­აფ­რთხოს ან გა­მო­დევ­ნოს ბუჩ­ქნა­რი­დან ტყის ქა­თა­მი. ენერ­გი­უ­ლი, თა­მა­შის მოყ­ვა­რუ­ლი და თქვენს სა­ა­მებ­ლად მუ­დამ მზად­მყო­ფი, კუ­დის გა­მა­ლე­ბუ­ლი ქი­ცი­ნი­თა და გა­ვის
ქნე­ვით გა­მო­ხა­ტავს გრძნო­ბებს. თუ პატ­რონის კარ­-მი­და­მო­ში შე­მოჭ­რილ უც­ნობს და­ი­ნა­ხავს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­აფ­რთხი­ლებს. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი ბეწ­ვის
რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ცხნა-­გა­მოხ­შირ­ვა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ვარ­ცხლით, ასე­ვე ჯაგ­რი­სი­თაც; ბა­ნა­ო­ბა ან მშრა­ლი შამ­პუ­ნით გა­სუფ­თა­ვე­ბა. ინ­გლი­სუ­რი კო­კერ სპა­ნი­ე­ლი მიდ­რე­კი­ლია თვა­ლის და გუ­ლის მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­კენ, ხში­რად ემარ­თე­ბა ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რად­გან მი­სი სას­მე­ნი მი­ლე­ბი ცუ­დად ნი­ავ­დე­ბა.

ინ­გლი­სურ კო­კერ სპა­ნი­ელს უყ­ვარს წყა­ლი. სა­ნა­პი­რო­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თი დღეც კი უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, მაგ­რამ იქ ყოფ­ნის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჩა­მო­ბერ­ტყოთ  ქვი­შა, რომ აბ­რე­შუ­მი­ვით ბეწ­ვი არ მოეთელოს.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - ესპანეთი
მთავ. დანიშნ. - ნანადირევის მოტანა
ტემპერამენტი - მეგობრული, მხიარული
სიც. ხანგრძლივობა - 10-15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - ზომიერი, ენერგიული
მოდარაჯე - არაჩვეულებრივი

ხვადი
38-43 სმ.
13-16 კგ.
ძუყ
36-41 სმ.
12-15 კგ.


ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი,  ღრმა გულ­მკერ­დით, ძლი­ე­რი ზურ­გი­თა და და­კუნ­თუ­ლი კის­რით.

კუ­დი
წაჭ­რი­ლი, ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. გა­მუდ­მე­ბით აქი­ცი­ნებს სი­ა­რუ­ლი­სა და მოძ­რა­ო­ბის დროს.

თა­თე­ბი
მყა­რი და მრგვა­ლი, ამო­ბურ­ცუ­ლი თითებითა და ტერ­ფის სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი, უკა­ნა ფე­ხე­ბი ფარ­თო, სქე­ლი, და­კუნ­თუ­ლია.

თვა­ლე­ბი

დი­დი, ოდ­ნავ ოვა­ლუ­რი ფორ­მის, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან მუ­ქი წაბ­ლის­ფე­რია.

სა­ხე
გრძე­ლი და ვიწ­რო, ალერ­სი­ა­ნი, ფხი­ზე­ლი და ჭკვი­ა­ნუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
ძი­რი­თა­დად შა­ვია, თუმ­ცა ყავისფერი და ჭრელი შეფერილობის ძაღლებს ყავისფერი ცხვირი აქვთ.

ბეწ­ვი
აბ­რე­შუ­მისებრი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის, დაწოლილი. ფე­რე­ბი: წითური, შავი, ოქროსფერი და ღვიძლისფერი სოლიდი, ასე­ვე, ჭრე­ლი და სამ­ფე­რო­ვა­ნი.

Zooclub

მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი და სან­დო­მი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ამ პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯი­შის ორ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნი­შანს წარ­მო­ად­გენს.
ძლი­ე­რი ყბები სა­შუ­ა­ლე­ბას
აძ­ლევს ამ ძაღლს, ად­ვი­ლად ატაროს ნა­ნა­დი­რე­ვი.
სა­შუ­ა­ლოდ ყრის ექვს ლეკვს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც კი ფეხს აიდ­გა­მენ, მა­შინ­ვე იწყ­ე­ბენ
სირ­ბილ­სა და ცელ­ქო­ბას.     

რჩევა:
ბეწვზე ად­ვი­ლად იკ­რავს ბა­ლა­ხის თესლს, ფრთხი­ლად უნ­და და­ვარ­ცხნოთ, რომ არ აე­ბურ­დოს.
კარ­გად ეგუ­ე­ბა ქა­ლა­ქის პი­რო­ბებს, მაგ­რამ ესა­ჭი­რო­ე­ბა ბევ­რი ვარ­ჯი­ში.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?