ინგლისური სპრინგერ სპანიელი
ინგლისური სპრინგერ სპანიელი
სიმ­პა­თი­უ­რი და ზორ­ბა ინ­გლი­სუ­რი სპრინ­გერ სპა­ნი­ე­ლი ნა­დი­რის სა­უ­კე­თე­სო მა­რე­კა­დაა ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლის, იყოს სახ­ლის ძაღ­ლი. ის ოდეს­ღაც ნორ­ფოლკ სპა­ნი­ე­ლად იყო ცნო­ბი­ლი . სპა­ნი­ე­ლე­ბი­დან ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ზო­მის ეს პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯი­ში უძ­ვე­ლე­სი სა­ნა­შე­ნე სპა­ნი­ე­ლის­გან გან­ვი­თარ­და და მი­სი სის­ხლი თით­ქმის ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე სპა­ნი­ე­ლის ვე­ნებ­ში ჩქეფს. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი რეტ­რი­ვე­რია და უყ­ვარს ცურ­ვა. სწრა­ფად ით­ვი­სებს და ხა­ლი­სით ურ­თი­ერ­თობს ირ­გვლივ­მყო­ფებ­თან, კარ­გად ეგუ­ე­ბა პატ­რო­ნის ოჯახს და მის­გან კარ­გი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დგე­ბა. მი­სი ბეწ­ვის მოვ­ლა ად­ვი­ლი­ა, საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით ხში­რი ვარ­ცხნა. მე­ტი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა გან­გუ­რის
დროს. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ და­ბა­ნეთ ან გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით. სის­ტე­მა­ტუ­რად შე­უ­მოწ­მეთ ყუ­რე­ბი, რომ ინ­ფექ­ცია არ გა­მო­გე­პა­როთ. ამ
ძაღლს ხში­რად ემარ­თე­ბა კა­ნის ალერ­გი­ა, თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან იდაყ­ვი­სა და მენ­ჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის დის­პლა­ზი­ე­ბი.

Zooclub

ამ ძაღლს ძლიერი ყბებით ად­ვი­ლად შე­უძ­ლია მო­ათ­რი­ოს ნა­დავ­ლი.


კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ წაჭ­რი­ლი; მოძ­რა­ო­ბი­სას მხი­ა­რუ­ლად აქი­ცი­ნებს.

ფე­ხე­ბი
წინა ფეხები სწორი და ხმელია; უკანა – ფართო და დაკუნთული.

ბეწ­ვი
რბი­ლი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძისა;  სტანდარტით დაშვებულია სპანიელის ჯგუფის ყველა შეფერილობა.

ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი, ძლი­ე­რი აგე­ბუ­ლე­ბის, ამ­ტა­ნი, სხარ­ტი,  გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დით.

თა­თე­ბი
მრგვა­ლი, მჭიდ­როდ მიჯ­რი­ლი, ამო­ზნექილი თითები-თა და სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით.

თვა­ლე­ბი
ოვა­ლუ­რი ფორ­მის თვა­ლე­ბი ინ­გლი­სუ­რი სპა­ნი­ე­ლის მთა­ვა­რი ხიბ­ლი­ა. მისი ფერი ლამაზად ეხამება ბეწვის ფერს.

სა­ხე
პროპორციული, მშვიდი და მიმნდობი გამომეტყველებით.

ცხვი­რი
დი­დი და  მთლიანად შეფერილია ღვიძლისფრად ან შავად, გააჩნია ბეწვის ფერს.


მონაცემები

წარმოშობა - ინგლისი
მთავ, დანიშნულება - ნადავლის მოტანა
ტემპერამენტი - ფხიზელი, დამჯერი
სიც. ხანგრძლივობა - 12-14 წელი
მოვლა - მუდმივი ვარცხნა
ვარჯიში - სისტემატური, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
48-53 სმ.
20-25 კგ.
ძუ
46-53 სმ.
18-23 კგ.

ენერ­გი­უ­ლი ინ­გლი­სუ­რი სპრინ­გერ სპა­ნი­ე­ლი იმ­დენ ხანს ივარ­ჯი­შებს, რამ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მის­ცემთ, სა­სურ­ვე­ლია სა­ბ­ლის გა­რე­შე.

ეს ძაღ­ლი შე­სანიშ­ნა­ვად იტანს ყვე­ლა­ნა­ირ კლი­მატს.
ინ­გლი­სუ­რი სპა­ნი­ე­ლისთვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია კომ­პა­ნი­ო­ნის ყოლა.
ცურ­ვა ამ ჯი­შის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გასართობია.


რჩევა:
ახასიათებს მემკვიდრული დაავადება, ე.წ. სი­ა­ვის სინ­დრო­მი. სა­ნამ ლეკვს იყი­დით, გა­არ­კვი­ეთ, მის რო­მე­ლი­მე წინაპარს ხომ არ ჰქონდა ეს და­ა­ვა­დე­ბა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?