ტიბეტური სპანიელი
ტიბეტური სპანიელი
ეს ფი­ნი­ე­ბი, რო­მელ­თაც ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­ში არ სჭირ­დე­ბათ, სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი პატ­რო­ნე­ბის­თვის . ტი­ბე­ტუ­რი სპა­ნი­ე­ლე­ბი მეგობრობენ და უჯერებენ მათ, ვისაც კარ­გად იც­ნო­ბენ. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი ხდე­ბი­ან.



ის­ტო­რია
ტი­ბე­ტუ­რი სპა­ნი­ე­ლის გე­ნე­ა­ლო­გია 3000 წელ­ზე მეტს ით­ვლის  ამის სა­ფუძ­ველს კი იძ­ლე­ვა ძვე­ლი აზი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლებ­ზეც მსგავ­სი ძაღ­ლე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. ისი­ნი ბე­რებს ჰყავ­დათ მო­ნას­ტრებ­ში და მათ ამცნობდნენ უცხ­ოს მოს­ვლას; გარ­და ამი­სა, ისინი ატ­რი­ა­ლებ­დნენ სა­ლო­ცავ ბორ­ბლებს. ამის გა­მო ჯიშს, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ძალიან ცნო­ბი­ლი გახ­და და­სავ­ლეთ­ში, უწო­დეს ტი­ბე­ტუ­რი მლოც­ვე­ლი ძაღ­ლი. მსოფ­ლი­ოს ამ
ნა­წილ­ში წარ­მო­შო­ბილ სხვა პა­ტა­რა ჯი­შებს შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­სი მო­ნა­თე­სა­ვე არის პე­კი­ნე­სი (იხ. გვ. 70) ერთ
დროს ტი­ბე­ტურ სპა­ნი­ელს პე­კი­ნეს სპა­ნი­ელ­საც ეძახ­დნენ. XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, რო­დე­საც ტი­ბეტ­ში მი­სულ­მა და­სავ­ლელ­მა მოგ­ზა­უ­რებ­მა ძაღ­ლი პირ­ვე­ლად ნა­ხეს, მას გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­გვა­რი ექ­სტე­რი­ე­რი ჰქონ­და, ვიდ­რე დღეს. ზო­გი ინ­დი­ვი­დი უფ­რო პა­ტა­რა ზო­მის იყო, სხვებს – გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, რო­მელ­ნიც ჩი­ნეთ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე რე­გი­ო­ნებ­ში წარმოიშვნენ – ჰქონ­დათ გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე დრუნ­ჩი, რი­თაც პე­კი­ნესს უფ­რო ჰგავ­დნენ.

Zooclub

წარ­სუ­ლის გავ­ლე­ნა

მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნას­ტრული ცხოვ­რე­ბის შე­დე­გად ტი­ბე­ტუ­რი სპა­ნი­ე­ლე­ბი ინ­სტინ­ქტუ­რად ეჩ­ვე­ვი­ან ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, სა­მა­გი­ე­როდ, გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლად ეგუ­ე­ბი­ან უცხ­ო­ებს. წვრთნას რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე არ ახ­ლავს; ბეწ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად საკ­მა­რი­სია უბ­რა­ლო და­ვარ­ცხნა და გაწ­მენ­და. ამ ჯიშს არ სჭირ­დე­ბა გაკ­რე­ჭა ან რე­გუ­ლა­რუ­ლად ტა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სა­ლო­ნებ­ში. ძუ ტი­ბე­ტურ სპა­ნი­ელ­თან შე­და­რე­ბით, ხვა­დის ბეწ­ვი, ჩვე­უ­ლებ­რივ, უფ­რო ხში­რი­ა.

კუ­დი
კუ­დი ებმის მაღ­ლა  და და­ფა­რუ­ლია გრძე­ლი ბეწ­ვით, რომელიც გად­მო­ფე­ნი­ლია ტან­ზე

შე­ფე­რი­ლო­ბა

გა­მო­ფე­ნე­ბის­თვის და­საშ­ვე­ბია ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა

დრუნ­ჩი
ტი­ბე­ტურ სპა­ნი­ელს თა­ვი­სე­ბუ­რი სა­ხე აქვს: შუბ­ლი­დან დრუნ­ჩზე გა­დას­ვლის ად­გი­ლას კუთხე იქ­მნე­ბა


შე­და­რე­ბით უჩ­ვე­უ­ლო ჯი­შია
სჭირ­დე­ბა ბეწ­ვის ზო­მი­ე­რი მოვ­ლა
გა­მო­ირ­ჩე­ვა გო­ნი­ე­რი, მე­გობ­რუ­ლი ბუ­ნე­ბით
ფხი­ზე­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლია
ცოცხ­ლობს დიდ­ხანს

Zooclub

ფხი­ზე­ლი ძაღ­ლი­ა; უყეფს უცხ­ო­ებს,
მაგ­რამ სხვა ფი­ნი­ე­ბი­ვით ხმა­უ­რი­ა­ნი არ არის;
ძა­ლი­ან ეჩ­ვე­ვა პატ­რონს
თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ, რო­ცა ახ­ლოს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

სი­მაღ­ლე: 25 სმ; წო­ნა: 4-7 კგ    
სჭირ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში   
ავარ­ჯი­შეთ ყო­ველ­დღე, რომ საცხ­ოვ­რე­ბელ გა­რე­მოს შე­აჩ­ვი­ოთ .
კარ­გად ეგუ­ე­ბა ოთახ­ში ცხოვ­რე­ბას,   
ძუ ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წე­ლი­წად­ში მძუ­ნა­ობს ერ­თხელ და არა ორ­ჯერ – შე­სა­ბა­მი­სად, ლეკ­ვე­ბიც ცო­ტა იბა­დე­ბა.  
მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ, ლეკ­ვის მო­სა­ძებ­ნად შე­იძ­ლე­ბა დი­დი დრო დაგ­ჭირ­დეთ.
ბეწ­ვი უხ­ვად სცვი­ვა გა­ზაფ­ხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე,
ბეწ­ვი და­ვარ­ცხნეთ და გაწ­მინ­დეთ ყო­ველ­დღე.
პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფია (PRA); პორ­ტო­სის­ტე­მუ­რი შუნ­ტი, რაც ღვიძ­ლში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს;
სა­ერ­თოდ, პა­ტა­რა ძაღ­ლებს შო­რის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ჯან­მრთე­ლი ჯი­შია.    
დარ­წმუნ­დით, რომ სა­ჯი­შე ინ­დი­ვი­დი შე­მოწ­მე­ბუ­ლია PRA-ზე

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?