ჯეკ რასელის ბეწვი, რბილიც და ხეშეშიც, ადვილი მოსავლელია. საჭიროა მათი რეგულარულად დავარცხნა სავარცხლით ან ჯაგრისით. დაბანა საჭიროა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
მონაცემები:
წარმოშობა - ბრიტანეთი
მთავარი დანიშნულება - მელიებზე ნადირობა
ტემპერამენტი - ფხიზელი
სიც. ხანგრძლიობა - 14-15 წელი
მოვლა - სისტემატური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ზომიერი
მოდარაჯე - შესანიშნავი
ხვადი
23-36სმ
7-8 კგ
ძუ
23-36სმ
7-8 კგ
კუდი
ამ ჯიშს ზოგჯერ კუდს აჭრიან; დგომისას კუდი დაშვებულია, სიარულისას – აწეული.
ბეწვი
ბეწვი, შესაძლოა, ჰქონდეს რბილი და მოკლე, ხეშეში და ძალიან მოკლე ან ხეშეში და ოდნავ მოგრძო (როგორც სურათზეა). თეთრ ფონზე გაბნეული შავი, მოყავისფრო ან ლიმონისფერი ლაქებით.
ფეხები
ძლიერი და სწორი ფორმის წინა ფეხები უკანა – დაკუნთული.
თათები
მრგვალი, კატისებრი; კომპაქტური, სქელი ბალიშებით და ზომიერად მოხრილი თითებით.
სახე
ძლიერი და პროპორციული; ცოცხალი, ჭკვიანური გამომეტყველებით.
თვალები
მუქი ფერის და ნუშისებური.
ცხვირი
შავი და ტყავისებრი ფართო ნესტოებით.
ტანი
მკვრივი, ოთხკუთხა ფორმის, პროპორციული ტანი ათლეტური გულმკერდით.
ეს პატარა, მაგრამ ძლიერი ჯიში ძალზე სასიამოვნო კომპანიონია.
მარჯვე, სწრაფი და ჭკვიანი ჯეკ რასელ ტერიერი მკაცრად უნდა იქნას გაწვრთნილი ლეკვობიდანვე. ამ შემთხვევაში კარგად ეგუება ოჯახში ცხოვრებას და ერთგუ-ლი ძაღლი ხდება.
ჯეკ რასელ ტერიერი ადვილად ეგუება სიტუაციას, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს დიდ სივრცეში, თუმცა შეუძლია მშვენივრად გაირთოს თავი, პატარა ბაღშიც, სადაც დარბის, ნადირობს ან თამაშობს. ეს ძაღლი არც ჭამაშია პრეტენზიული.
რჩევა:
ძირითადად ჯანმრთელია, შეიძლება დაემართოს კვირისტავის ამოვარდნილობა ან თვალის მემკვიდრული დაავადება.
ჩხუბში ჩაბმას რომ ავარიდოთ, ლეკვობიდანვე სათანადოდ უნდა გავწვრთნათ.