ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი
ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი
ეს ძაღ­ლი უყ­ვართ მა­მა­ცი და შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თის გა­მო, შე­უძ­ლია შე­ერ­კი­ნოს ყველა­ნა­ირ გა­მოწ­ვე­ვას. იგი ბრწყინ­ვა­ლე მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა . ეს პა­ტა­რა არ­სე­ბა და­ი­ცავს თქვენს ქო­ნე­ბას ისე­თი სა­ში­ში მტრე­ბის­გა­ნაც კი, რო­გო­რიც გვე­ლე­ბი­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი წმინ­და სის­ხლის ჯი­შად, ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი (აშ­შ-ში პარ­სონ რა­სელ ტე­რი­ე­რად წო­დე­ბუ­ლი), 100 წე­ლი მა­ინც იქ­ნე­ბა, რაც არ­სე­ბობს. ასე­თი სა­ხე­ლი მას და­ერ­ქვა იმ ინ­გლი­სე­ლი `მო­ნა­დი­რე პას­ტო­რის~ პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მელ­მაც ამ­გვა­რი ჯი­ში შექ­მნა. მი­სი მო­შე­ნე­ბის მი­ზა­ნი მე­ლი­ებ­ზე მო­ნა­დი­რე სწრა­ფი, ამ­ტა­ნი და მარ­ჯვე ძაღ­ლის გა­მოყ­ვა­ნა იყო. ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რე­ბი
მხი­ა­რუ­ლი და ად­ვი­ლად აღ­გზნე­ბა­დი ძაღ­ლე­ბი­ არიან, მათ უყ­ვართ ნა­დი­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლაფ­რის და­ჭე­რა შე­უძ­ლი­ათ, რაც
კი მოძ­რა­ობს. ისი­ნი ფხი­ზე­ლი და­რა­ჯე­ბი არი­ან, თუმ­ცა ზოგ­ჯერ უდი­ე­რად ექ­ცე­ვი­ან სხვა ჯი­შის ძაღ­ლებს.

Zooclub

ჯეკ რა­სე­ლის ბეწ­ვი, რბი­ლიც და ხე­შე­შიც, ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. სა­ჭი­როა მა­თი რე­გუ­ლა­რუ­ლად და­ვარ­ცხნა სა­ვარ­ცხლით ან ჯაგ­რი­სით. და­ბა­ნა სა­ჭი­როა მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მონაცემები:
წარმოშობა - ბრიტანეთი
მთავარი დანიშნულება - მელიებზე ნადირობა
ტემპერამენტი - ფხიზელი
სიც. ხანგრძლიობა - 14-15 წელი
მოვლა - სისტემატური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ზომიერი
მოდარაჯე - შესანიშნავი

ხვადი
23-36სმ
7-8 კგ
ძუ
23-36სმ
7-8 კგ

Zooclub

კუ­დი

ამ ჯიშს ზოგ­ჯერ კუდს აჭ­რი­ან; დგო­მი­სას კუ­დი დაშ­ვე­ბუ­ლი­ა, სი­ა­რუ­ლი­სას – აწე­უ­ლი.


ბეწ­ვი
ბეწ­ვი, შე­საძ­ლო­ა, ჰქონ­დეს რბი­ლი და მოკ­ლე, ხე­შე­ში და ძა­ლი­ან მოკ­ლე ან ხე­შე­ში და ოდ­ნავ მოგ­რძო (რო­გორც სუ­რათ­ზე­ა). თეთრ ფონ­ზე გაბ­ნე­უ­ლი შა­ვი, მო­ყა­ვის­ფრო ან ლი­მო­ნის­ფე­რი ლა­ქე­ბით.

ფე­ხე­ბი

ძლი­ე­რი და სწო­რი ფორ­მის წი­ნა ფე­ხე­ბი უკა­ნა – და­კუნ­თუ­ლი.

თა­თე­ბი
მრგვა­ლი, კა­ტი­სებ­რი; კომ­პაქ­ტუ­რი, სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით და ზო­მი­ე­რად მოხ­რი­ლი თი­თე­ბით.

სა­ხე

ძლი­ე­რი და პრო­პორ­ცი­უ­ლი; ცოცხ­ა­ლი, ჭკვი­ა­ნური გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი

მუ­ქი ფე­რის და ნუ­ში­სე­ბუ­რი.

ცხვი­რი

შა­ვი და ტყა­ვი­სებ­რი ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი
მკვრი­ვი, ოთხ­კუთხა ფორ­მის, პრო­პორ­ცი­უ­ლი ტა­ნი ათ­ლე­ტუ­რი გულ­მკერ­დით.

Zooclub

ეს პა­ტა­რა, მაგ­რამ ძლი­ე­რი ჯი­ში ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო კომ­პა­ნი­ო­ნი­ა.

მარ­ჯვე, სწრა­ფი და ჭკვი­ა­ნი ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი მკაც­რად უნ­და იქ­ნას გაწვ­რთნი­ლი ლეკ­ვო­ბი­დან­ვე. ამ შემთხვევაში კარ­გად ეგუ­ე­ბა ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბას და ერ­თგუ­-ლი ძაღ­ლი ხდე­ბა.

ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი ად­ვი­ლად ეგუ­ე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას, თავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს დიდ სივ­რცე­ში, თუმ­ცა შე­უძ­ლია მშვე­ნივ­რად გა­ირ­თოს თა­ვი, პა­ტა­რა ბაღ­შიც, სა­დაც დარ­ბის, ნა­დი­რობს ან თა­მა­შობს. ეს ძაღ­ლი არც ჭა­მა­შია პრე­ტენ­ზი­უ­ლი.

Zooclub

რჩევა:
ძი­რი­თა­დად ჯან­მრთე­ლი­ა, შე­იძ­ლე­ბა დაემართოს კვი­რის­ტა­ვის ამო­ვარ­დნი­ლო­ბა ან თვა­ლის მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა.
ჩხუბ­ში ჩაბ­მას რომ ავა­რი­დოთ, ლეკ­ვო­ბი­დან­ვე სა­თა­ნა­დოდ უნ­და გავ­წვრთნათ.

Zooclub