იორკშირული ტერიერი
იორკშირული ტერიერი
თავ­და­პირ­ვე­ლად იორ­კში­რუ­ლი ტე­რი­ე­რე­ბი ვირ­თაგ­ვე­ბის და­სა­ჭე­რად ჰყავ­დათ, რა­საც ეს ძაღ­ლე­ბი თავს მშვე­ნივ­რად არ­თმევ­დნენ . მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა უჩ­ვე­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბით მი­იპყ­რეს და სწრა­ფად გახ­დნენ ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი. იორ­კში­რუ­ლი ტე­რი­ე­რი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი სა­უ­კუ­ნის წინ შე­იქ­მნა, ინ­გლი­სუ­რი, შოტ­ლან­დი­უ­რი და მალ­ტუ­რი ტე­რი­ე­რე­ბის უც­ნა­უ­რი ნაჯ­ვა­რი­ა. ამ ძაღ­ლის დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ვხე­დავთ, ბევ­რად პა­ტა­რა ზო­მი­სა­ნი არი­ან, ვიდ­რე მა­თი წი­ნაპ­რე­ბი, და დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლო­ბენ. შე­მარ­თუ­ლი, შე­უ­პო­ვა­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი იორ­კში­რუ­ლი ტე­რი­ე­რი მოს­წონთ ერ­თგუ­ლე­ბის გა­მოც. პა­ტა­რა ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ბრწყინ­ვა­ლე მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა, რო­მე­ლიც მთე­ლი ძა­ლით იცავს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ას.

Zooclub

ამ მა­მაც, შე­უ­პო­ვარ, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და ენერ­გი­ულ ძაღლს, რო­მელ­საც მო­ფე­რე­ბით `ი­ორ­კის~ ეძა­ხი­ან, ხში­რად კრე­ჭე­ნ, რომ ად­ვი­ლი
მო­სავ­ლე­ლი იყოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თის პა­ტა­რა იორ­კე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, კა­ტა­რაქ­ტა, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფია და თვა­ლის სიმ­შრა­ლე. მათ ასე­ვე აწუ­ხებთ მენ­ჯ-ბარ­ძა­ყი­სა და მუხ­ლის სახ­სრე­ბის დის­პლა­ზი­ე­ბი.

მონაცემები:
წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთაარი დანიშნულება - ვირთხებზე ნადირობა
ტემპერამენტი - მამაცი, გამბედავი
სიც. ხანგრძლივობა 12-15 წელი
მოვლა - ყოველდღიური
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
18-23 სმ
2-3 კგ
ძუ
18-23 სმ
1-3 კგ

Zooclub

კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ, წაჭრი­­ლი აქვთ მთლი­ა­ნი სიგ­რძის ნა­ხე­ვა­რი.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც სწო­რი აქვს.

ბეწ­ვი
ძა­ლი­ან გრძე­ლი, ლა­მა­ზი – ხერ­ხემ­ლის გას­წვრივ გა­და­ყო­ფი­ლია შუ­ა­ზე და სწო­რად ეშ­ვე­ბა ქვე­ვით, ტა­ნის ორი­ვე მხა­რეს; სხე­ულ­ზეც და კუდ­ზეც აქვს ფო­ლა­დის­ფე­რი ან ცის­ფე­რი ბეწ­ვი, აქა­-იქ შე­რე­უ­ლია ჩა­ლის­ფე­რი. Lლეკ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად არი­ან შა­ვე­ბი და ჩა­ლის­ფე­რე­ბი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი და მოელვარე, გამ­ჭო­ლი მზე­რით.

სა­ხე
პა­ტა­რა და ოდ­ნავ წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი.

ტა­ნი
კოხ­ტა, კომ­პაქ­ტუ­რი და პრო­პორ­ცი­ული.

თათები
მრგვა­ლი, შა­ვი ფრჩხი­ლე­ბით.

Zooclub

ბევრ პატ­რონს, თუ ძაღ­ლი გა­მო­ფე­ნა­ზე არ გა­მოჰ­ყავს, ურ­ჩევ­ნი­ა, ბუ­ნებ­რი­ვად აწე­წი­ლი ბეწ­ვი და­უ­ტო­ვოს. ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნი­თა და შამ­პუ­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი ხმა­რე­ბით ბეწვს ელ­ვა­რე­ბა ემა­ტე­ბა.

ამ ჯიშს და­ერ­ქვა ინ­გლი­სის ქა­ლაქ იორ­კში­რის სა­ხე­ლი, სა­დაც მას ტან­საც­მლის ფაბ­რი­კებ­ში მღრღნე­ლე­ბის და­სა­ჭე­რად იყე­ნებ­დნენ. ხალ­ხში ხუმ­რობ­დნენ, რომ იმ ფაბ­რი­კე­ბის საქ­სოვ დაზ­გებ­ზე ამ ძაღ­ლე­ბის აბ­რე­შუ­მი­ვით ბეწ­ვსაც არ­თავ­დნენ.

ბევ­რი ვარ­ჯი­ში არ ესა­ჭი­რო­ე­ბა, მაგ­რამ ამ პა­ტა­რა, სი­ცოცხ­ლით სავ­სე არ­სე­ბას რე­გუ­ლა­რუ­ლი სირ­ბი­ლი­სა და თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს.

Zooclub

რჩევა:
მის­მა ყე­ფამ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მნათ მე­ზობ­ლებ­თან.
ბავ­შვებს კარ­გად ვერ ეგუ­ე­ბა.

Zooclub

giko
რა გირს
მედეა
როგორი სიხშირით ვაბანაოთ იორკი?
ლეილა
სპეციალური საკვების გარდა,რომელიც იყიდება რა შეიძლება მივცეტ კიდევ?
noni
რა გირს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?