პირველი სიტყვა _ როგორ ვასწავლოთ ტალღოვან თუთიყუშს ლაპარაკი?
პირველი სიტყვა _ როგორ ვასწავლოთ ტალღოვან თუთიყუშს ლაპარაკი?
ტალღოვანისთვის ლაპარაკის სწავლებას ყველა შეძლებს, მთავარია სურვილი და მოთმინება. სწორედ ამიტომ მანამ, სანამ მოიყვანთ თქვენს ფრთოსან მეგობარს, საჭიროა კარგად გაეცნოთ ჩვენს მიერ მოცემულ რჩევებს.
ტალღოვანი თუთიყუში მრავალი ადამიანის საყვარელი ფრინველია. ის მოყავთ სახლში არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ უფროსები. რა თქმა უნდა ყველას უნდა თუთიყუშს ლაპარაკი ასწავლოს, მაგრამ სამწუხაროდ ყველას ეს არ გამოსდის.

მაშ ასე, გავიგოთ როგორ ვასწავლოთ თუთიყუშს ლაპარაკი.


წესი პირველი


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია ჩიტის დროზე ყიდვა. როგორც წესი, ეს უნდა იყოს 2.5 – 3 თვის
ბარტყი. ასეთ ასაკში თუთიყუშები ძალიან მალე ეჩვევიან ახალ გარემოს და პატრონს. ყველაზე უკეთესია მამალი ჩიტის
აყვანა, იმიტომ, რომ არის აზრი, რომ ისინი დედალზე მალე სწავლობენ ლაპარაკს და ეს მართლაც ასეა.

მაგრამ თუკი მაინც შეეშალა გამყიდველს და მამალის მაგიერ დედალი მოგცათ არ ღირს გულის დაწყვეტა: თუ მას აქვს ლაპარაკის ნიჭი, ის მამალზე ბევრად გამოკვეთილად გამოთქვამს ფრაზებს.


წესი მეორე

მას მერე, რაც ჩიტი აღმოჩნდა თქვენს სახლში, უნდა მისცეთ შეგუების საშუალება. ამიტომ თუთიყუშის გალიას დგამენ მუდმივ ადგილას და რამოდენიმე დღის განმავლობაში გადი-გამოდიან გალიის ახლოს, ჩიტს ელაპარაკებიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხმამაღალი ბგერების გამოთქმა, ან მოულოდნელი მოძრაობები, რადგან ეს დააფრთხობს ფრინველს და მიჩვევის მომენტს და პირველი სიტყვის წარმოთქმის დროს გადაავადებს.


პირველი ნაბიჯი

როდესაც ჩიტმა ისწავლა თითზე დაჯდობა, უკვე შეიძლება ტალღოვან თუთიყუშთან ლაპარაკის სწავლის დაწყება.
ამისთვის.
1. თითი, რომელზეც ზის ფრინველი მიგაქვთ სახის გასწვრივ.
2. რამოდენიმე ხნის განმავლობაში იმეორებთ თუთიყუშის სახელს (სასურველია, რომ ის შედგებოდეს ორი მარცვლისგან: ში-კო, მო-ლი, კო-კო, და სხვ,)
3. სიტყვას გამოთქვამენ გამოკვეთილად, ერთი და იგივე ინტონაციით, მაგრამ არც ისე ხმამაღლა, რომ არ დაფრთხეს ფრინველი.
თუთიყუშისთვის ლაპარკის სწავლის საუკეთესო დროა დილი და საღამოს საათები, როდესაც ისინი ნამძინარევები არიან და მშვიდად გრძნობენ თავს.

როგორც წესი, თუთიყუშები ყველაზე უკეთ იმახსოვრებენ ქალის ხმით წარმოთქმულ სიტყვას, ამიტომ კაცებმა სჯობს ისაუბრონ ჩვეულებრივზე მაღალი ხმით.

იმისთვის, რომ ტალღოვან თუთიყუშს ლაპარაკი ვასწავლოთ, საჭიროა დავიმასოვროთ ერთი მნიშვნელოვანი წესი: ჩიტს საუბარი ერთმა ადამიანმა უნდა ასწავლოს. უკიდურეს შემთხვევაში ეს ეხება პირველი სიტყვის წარმოთქმას. იმის მერე, რაც თუთიყუშმა პირველი სიტყვა ისწავლა, სწავლებას შეიძლება ჩაერთონ ოჯახის სხვა წევრებიც. ძრითადად პირველი სიტყვის დასამახსოვრებლად ფრინველს 2-3 თვე სჭირდება, თუმცა ეს არ არის ზუსტი ციფრები იმიტომ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია თავად თუთიყუშზე, მის ნიჭზე და სწავლის სურვილზე.

შედარებით გონიერი საუბრის სწავლება, ამის გარდა არსებობს თუთიყუშისთვის ლაპარაკის სწავლების სხვა ხერხები, თუ როგორ ვასწავლოთ თუთიყუშს აზრიანი საუბარი. მას შეუძლია დაიმახსოვროს და გამოთქვას სიტყვები განსაზღვრულ სიტუაციაში, თავის დროზე. ამისათვის საჭიროა თუთიყუშისთვის საუბართან დამოკოდებული ქმედებების და საგნების დემონსტირება.

მაგალითად, შეიძლება უთხრა: "ვაშლი მომეცი" და ვაშლიანი ხელი გაუწოდო ჩიტს. ამასთან, მნიშვნელოვანია გაიმეოროთ ეს სხვადასხვა ფერის ვაშლებთან, რომ ჩიტმა იცოდეს, რომელ სიტუავიაში შეიძლება გამოთქვას ესა თუ ის ფრაზა. ანალოგიურად შეიძლება ექსპერიმენტირება ფრაზით: "წადი", რისი წარმოთქმისას გახვიდე კარებიდან.

თუ თუთიყუშს აქვს ლაპარაკის სურვილი და ნიჭი, ხოლო პატრონს მოთმინება და საკმაო თავისუფალი დრო, მაშინ ფრინველისთვის ამა თუ იმ ფრაზის სწავლება არ იქნება რთული.
ხათუნა იაკობაძე
მე ტალღოვანა მყავს.6 თვისაა და ვერაფერი ვერ ვასწავლე.
mari
მე ზუსტად ასე ვაკეთებდი და ეხა მაგრად ლაპარაკობს
ana
ჩემი თითიყუში ბაიყუშია და როგორ უნდა ვასწავლო ლაპარაკი ჯერ 2თვისა
lika
თუ 2 ჩიტია ლაპარაკს ვერ ისწავლის?
lia noqarashvili
ჰემი ტუტიყუსჰი იკბინება და ტიტზრ დაჯდომა ვერ ვასცავლი, როგორ მუვიქცე ამ სჰემტხვევასჰი? დზალიან მინდა რომ ტიტზე დჯდომა ისცავლოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?