ფრინველების გამოკვება ზამთარში (თქვენ მათ საზრუნავს შეუმსუბუქებთ)
ფრინველების გამოკვება ზამთარში (თქვენ მათ საზრუნავს შეუმსუბუქებთ)
თუ გიყვართ ფრინველები, ალბათ გეცოდინებათ, რომ ზამთარში ისინი რთულად შოულობენ საკვებს.  ცივი ამინდის დროს, მათ უნდა მიიღონ მეტი საკვები, რათა შეინარჩუნონ სითბო, თუმცა, ყინვები და თოვლიანი ამინდი, მათთვის საზრდოს მოპოვებას ართულებს.

ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ზამთარში სხვადასხვა სახეობის ფრინველის გამოკვება მათ ყოფას შეამსუბუქებს და მეტიც, უმეტესობა მათგანის სიცოცხლესაც შეუნარჩუნებს. 

ქვემოთ მოყვანილი რჩევების მიხედვით, დაეხმარებით იმ ფრინველებს, რომლებიც თქვენს ეზოში ბინადრობენ ან ხშირად სტუმრობენ.

1. ფრინველს დაუყარეთ ის საკვები, რომელიც მისი ენერგიის წყარო გახდება.

როდესაც კვებავთ ფრინველს, ზოგიერთი პროდუქტი მეტად სასარგებლოა მისთვის,
ვიდრე სხვა. ცივი ღამის შემდეგ, ფრინველისთვის მნიშვნელოვ
ანია ენერგიული საკვების მიღება. ამ შემთხვევაში, მისთვის სასარგებლოა მოხალული მზესუმზირა ან მიწის თხილი. ეს პროდუქტები შეიცავს ცხიმს, რომელიც ფრინველს ენეგიისთვის  სჭირდება.

2. ფრინველის წყლით მომარაგება

ფრინველისთვის არა მხოლოდ საკვები, არამედ წყალიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. როდესაც მდინარეები, ტბები იყინება, მისთვის რთულია წყლის მოძიება. ამ პრობლემის მოგვარებაც მარტივადაა შესაძლებელი. უბრალოდ  თქვენს ეზოში მოათავსეთ თასი და ყოველ დილით გამოცვალეთ წყალი. ეცადეთ, რომ თასი სიმაღლეზე დადგათ, რათა ფრინველი უშიშრად მიუახლოვდეს.

ასევე იხილეთ: 

რატომ არ უნდა აიყვანოთ ნაპოვნი ბარტყი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?