როგორ შევურჩიოთ და მოვუწყოთ გალია თუთიყუშს
როგორ შევურჩიოთ და მოვუწყოთ გალია თუთიყუშს
ისეთი მნიშვნელოვანი ნივთი, როგორიც თუთიყუშის გალიაა, სასურველია აარჩიოთ და იყიდოთ ერთხელ და ისე, რომ არც პატრონს და არც ბინადარს არ გაუტყდეს გული. მოდით, გავერკვეთ, როგორი უნდა იყოს ტალღოვანი თუთიყუშის გალია?

რას არ იგონებენ ოსტატები თუთიყუშების გალიის დამზადებისას, მაგრამ უნდათ კი ფრინველებს ჩუქურთმიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-კოშკები? რა თქმა უნდა არა! საეჭვოა, თუთიყუშმა შეაფასოს გალიის მხატვრული ღირებულება. აი მისი პრაქტიკულობა კი მას ნამდვილად მოეწონება.
მაშ, შევარჩიოთ სწორი გალია ტალღოვანი თუთიყუშისთვის.


კონსტრუქცია

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩუქურთმიანი გალიები თუთიყუშებს არაფრად არგიათ. ასევე მოუხერხებელი
იქნება მათთვის მრგვალი გალიაც – მათში თუთიყუშები თავს ვერ დაცულად გრძნობენ. ყველაზე მოსახერხებელი გალია თუთიყუშისთვის
უნდა იყოს უბრალო, სწორკუთხედი და სასურველია ერთი გვერდით იდგეს კედელთან ახლოს. ასეთ შემთხვევაში ბინადარს ყოველთვის ექნება საშუალება ადამიანებისგან გარიდების.

გალიის ბრტყელი სახურავი იმით არის მოსახერხებელი, რომ ადვილად შეიძლება ნებისმიერი სათამაშოს ან საქანელის მიმაგრება. უკეთესი იქნება, თუ გალიას ექნება ძირის ორი ფენა და ქვემოდან არ ექნება გისოსები. ბევრ ჩიტს მოსწონს ბრტყელ ძირზე სირბილი, აი წვრილ ღეროებზე ხტუნვა კი არც ისე მოსახერხებელია. გარდა ამისა, იატაკის ქვემოთა შრე ადვილად ირეცხება, ვიდრე გისოსი.

დააკვირდით გალიის კარს. ტალღოვანი თუთიყუში ვერ შეძლებს გააღოს კარი, რომელიც იკეტება ზემოდან ქვემოთ. ამასთან, ასეთი კარი იკეტება საკუთარი სიმძიმითაც მაშინაც კი, თუ მისი დახურვა დაგავიწყდებათ.


ზომა

გალია ტალღოვანი თუთიყუშისთვის უნდა იყოს ფართე. გალიის ყველაზე მინიმალური ზომა ერთი ჩიტისთვის არის 25/40/40 სმ. ასეთი თავშესაფრიდან ფრინველი უნდა გამოუშვათ ყოველდღე, რომ თავისუფლად იფრინოს. გრძელი ჰიპოდინამია აისახება მის ჯანმრთელობაზე და თქვენ ვერც მიხვდებით, რატომ დაავადდა თუთიყუში. მაგრამ ზოგი პატრონი არ არის მზად გამოუშვას ფრინველი ოთახში საფრენად. ვიღაცას არ უნდა, რომ ძვირფასი ავეჯი დაუზიანდეს, ზოგს თუთიყუშისა და კატის ტრაგიკული შეხვედრის ეშინია. ასეთ დროს, თუთიყუშს უნდა ჰქონდეს საკმაო სივრცე გალიას შიგნით ფრენისთვის.


მასალა

კარგი გალია ტალღოვანი თუთიყუშისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. თამაშის დროს თუთიყუშები ხშირად ღრღნიან გისოსებს, სრულიად დაუშვებელია, რომ ფრინველმა შემთხვევით ჟანგის, ან საღებავის ნაწილი შეჭამონ. გალიის გისოსები უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ უჟანგავი ფოლადისგან.
იმისათვის, რომ გალიაში მყოფი თუთიყუში იყოს კატისთვის მიუწვდომელ ადგილას და ამასთან, მასთან მშვიდად ურთიერთობა შეიძლებოდეს, გისოსებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 სმ. უკეთესი იქნებოდა, გალიის გისოსები ვერტიკალური და არა ჰორიზონტალური ყოფილიყო. ასე თუთიყუში მას ადვილად მოეჭიდება და ბუმბულსაც ნაკლებად დაკარგავს.


მოწყობილობა

მოწყობილ გალიაში ტალღოვანი თუთიყუშისთვის უნდა იყოს არანაკლებ ორი ქანდარისა. ქანდარები უნდა იყვნენ განლაგებული ერთი მეორეზე მაღლა, რომ ზემოდან ჩამოხტომისას ფრინველმა შეძლოს ოდნავ გადაფრენა. თუ გალია ძალიან დიდია, ქანდარები შეიძლება მეტიც იყოს.

ქანდარების ხარისხზე დამოკიდებულია თუთიყუშის თათების ჯანმრთელობა, ყველაზე მეტ დროს ისინი ხომ სწორედ მათზე ატარებენ. ქანდარა რომ მიუდგეს თუთიყუშის თათის ზომას, უნდა იყოს 1.5 სმ დიამეტრის. პლასტიკური ქანდარები თუთიყუშს ფეხებს უზიანებს, ამიტომ უპირატესობა ენიჭება ხისას. მათი ყიდვის ნაცვლად, შეიძლება მოჭრათ გაყვავილებული ხის შესაფერისი მერქნიანი ტოტი, მაგალითად ბალის და სხვა ხეისა, რომელიც ისხავს ნაყოფს.

მნიშვნელოვანია გალიაში წყლისა და საჭმლის საკვებურების სწორად დამაგრება. მათ ზევით არ უნდა იყოს ქანდარა, რომ ფერმენტების ნაწილაკებმა არ დაანაგვიანონ საჭმელი, ან წყალი. და, რა თქმა უნდა, გალიაში უნდა იყოს ბევრი სათამაშო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?