მამაკაცმა მომაკვდავი ფრინველი გაყინული ტბიდან ამოიყვანა
მამაკაცმა მომაკვდავი ფრინველი გაყინული ტბიდან ამოიყვანა

ცხოველთა ნამდვილი მოყვარული ყველაფერს გააკეთებს, რათა გასაჭირში ჩავარდნილი

არსება დაიცვას. ისინი ამას ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი აკეთებენ. ჩვენ გვინახავს ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც ადამიანები ცხოველების გადასარჩენად ძვრებიან მილში, ადიან სახურავზე და ა.შ. ასეთი ადამიანების საქციელი ნამდვილად ღირსეული და შექების ღირსია. მათი გმირული საქციელი  გულს გვითბობს და კარგ მაგალითს გვაძლევს.

 

ჩვენი ისტორია ადამიანზეა, რომელიც გაყინულ ტბაში იხვის გადასარჩენად გადახტა.
როდესაც მამაკაცი იხვს მიუახლოვდა, ფრინველი გაყინულ წყალში ამობრუნებული იყო და უკვე აღარ მოძრაობდა.

Zooclub

არა ერთი ადამიანი მის საქციელს სიგიჟედ ჩათვლიდა, თუმცა,
მამაკაცმა თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, მომაკვდავი იხვი გაყინულ ტბაში არ დატოვა.

Zooclub

ყველაფრის მიუხედავად, მან ფრინველი ამოიყვანა და
თვითონაც მშვიდობიანად ამოვიდა გაყინული ტბიდან.

Zooclub

ეს ყველაფერი მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა, მამაკაცი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მან შეძლო და გასაჭირში მყოფი ფრინველი გადაარჩინა.

Zooclub

ასევე იხილეთ: 

კაცი ბინძურ მდინარეში გადახტა, თავისი ძაღლის გადასარჩენად

ვის გადასარჩენად ჩავიდნენ ადამიანები არხში?

manana-sh
ბატონო გიორგი, რა ვიცი შეიძლება მართალი ბრძანდებით, მაგრამ გეფიცებით მეც არ შევეპუების სიძნელეებს, თუ ცხოველს ან ადამიანს დახმარება სჭირდება და მე ეს შემიძლია!
liza
აი კაცი:)
nini
სამაგალითო საქციელია :)
გიორგი დოხნაძე
და ამ ყველაფრის გადასაღებად და გასაპიარებლად ერთი ჩვეულებრივი "მორჟი"(ყინულში ბანაობაზე ნავარჯიშევი ადამიანი) დაჭირდებოდათ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?