"ყოველი ბუმბული, მკვდარ მდგომარეობაშიც კი, საკუთარ თავში ჩიტის არსს შეიცავს", - გვიხსნის მეინარდი.
მეინარდის საოცარი ქმნილებები პირველ პლანზე ბუმბულის მშვენიერებას ავლენს. ასევე დაგვაფიქრებს იმ ფრინველის ცხოვრებაზე, რომელსაც ეს ბუმბული ეკუთვნოდა.
"ყველაზე ხშირად მე ჩამოვარდნილ ბუმბულებთან ვმუშაობ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მფლობელი ფრინველი ცოცხალია", - ამბობს მეინარდი.
მეტ ინფორმაციას კრის მეინარდის ნამუშევრების შესახებ, ნახავთ მის ახალ წიგნში - "ბუმბულები, ფორმა და ფუნქცია".