საინტერესო ფაქტები სირაქლემაზე, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ
საინტერესო ფაქტები სირაქლემაზე, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ
სირაქლემა ყველაზე დიდი ფრინველია, რომელიც ვერ დაფრინავს. თუმცა,  მას ძალიან სწრაფად შეუძლია სირბილი - ეს ყველასთვის ცნობილია. ქვემოთ მოყვანილი ფაქტები კი, შესაძლოა, დღემდე არ გსმენიათ.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი სირაქლემაზე:

1. სირაქლემას იმდენად ძლიერი ფეხები აქვს, რომ ერთი დარტყმით შეიძლება ლომიც კი მოკლას.

2. გავრცელებული აზრი, თითქოს შიშის დროს სირაქლემები თავს მიწაში მალავენ, მცდარია. სინამდვილეში, როცა ფრინველს მტაცებლისგან თავის დაღწევა უნდა, ის მიწაზე განერთხმევა და თავს ქვიშაზე დებს, სურს, შეერწყას მას და შორიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სირაქლემას თავი მიწაში აქვს ჩარგული.

3. სირაქლემას
კვერცხი ფრინველის ყველაზე დიდ კვერცხად ითვლება. მისი წონა ნახევარ კგ-მდე აღწევს, ხოლო დიამეტრი - 15
სმ-მდე. სირაქლემის ერთი კვერცხი ქათმის 20 კვერცხის ტოლია.

Zooclub

4. ფრინველების უმეტესობას ბუმბული წყალგაუმტარი აქვს. სირაქლემას კი ბუმბული წყლისგან არ იცავს.

5. სირაქლემას ცხოველებში ყველაზე დიდი თვალები აქვს - თითქმის 5 სმ დიამეტრი. მეტიც, სირაქლემას თვალები მისი ტვინის მოცულობაზე დიდია.

Zooclub

6. სირაქლემა ნადირობს მწერებსა და პატარა ზომის რეპტილიებზე. ნადირობისას ის ძალიან სასაცილოდ დარბის.

7. როცა სირაქლემების გუნდს მტაცებელი უახლოვდება, მამალი სირაქლემა აფრთხილებს მათ. ამ დროს მისი ხმიანობა ლომის ღრიალს ჰგავს.

ასევე იხილეთ:

უცნაური ფაქტები ცხოველებზე

საინტერესო ფაქტები ცხენებზე

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძაღლებზე

თათა
მომეწონა პოსტი თუმცა მე-5-ში ვერ გავიგე დიამეტრი რამდენი აქვს 5 სმ ? თუ ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?