მტრედებს კიბოს დიაგნოსტირება თითქმის ისევე შეუძლიათ, როგორც ადამიანებს
მტრედებს კიბოს დიაგნოსტირება თითქმის ისევე შეუძლიათ, როგორც ადამიანებს
რიგი ვარჯიშების შემდეგ მტრედებმა ისევე კარგად ისწავლეს ქალების კიბოთი დაავადებული და ჯანმრთელი სარძევე ჯირკვლის გამოსახულების გარჩევა, როგორც ეს ადამიანებს შეუძლიათ. ფრინველებმა მიკროსკოპის მეშვეობით შექმნილ გამოსახულებაზე შეძლეს სიმსივნის პოვნა - ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერები იტყობინებიან.

მედიკოსებმა და რენტგენოლოგებმა გადაწყვიტეს კიბოს დიაგნოსტირება სწორედ მტრედებისთვის ესწავლებინათ, ამ ფრინველების ტვინის განსაკუთრებულობის გამო. ცნობილია, რომ მტრედებს შეუძლიათ გონებაში ერთდროულად 1800 გამოსახულების შენახვა - ადამიანების სახეების, ანბანის ასოებისა და მონესა და პიკასოს ნახატების გარჩევა.

ექსპერიმენტის დროს მკვლევარებმა 16 მტრედს ასწავლეს ავთვისებიანი სიმსივნისა
და ჯანმრთელი ქსოვილების გარჩევა სურათებსა და მამოგრამებზე (სარძევე ჯირკვლის რენტგენის გამოსახულება). ისინი საჭირო სლაიდზე ნისკარტის დარტყმით მიუთითებდნენ. თუ ფრინველი სწორ
არჩევანს აკეთბდა - მას წასახალისებლად საკვებს აძლევდნენ. 2 კვირის შემდეგ მტრედები კიბოთი დაავადებულ ქსოვილებს უკვე 85%-ის სისწორით ასხვავებდნენ. სპეციალისტები კიბოს დიაგნოსტირებას 97%-ის სისწორით ახდენენ.

დიაგნოსტირების მაღალი სიზუსტე მაშინაც კი შენარჩუნდა, როდესაც მეცნიერებმა მტრედებს გაურთულეს ამოცანა: უკვე ნანახი სლაიდების ნაწილი ამოატრიალეს და დაუმატეს ახლები, ასევე შეცვალეს გამოსახულების ზომა.

ექსპერიმენტის მსვლელობისას გაირკვა, რომ გამოსახულების ფერი და სიმკვეთრე არ მოქმედებს ფრინეველბის მიერ დიაგნოზის დასმის სიზუსტეზე.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს გამოკვლევები მათ დაეხმარება კიბოს დიაგნოსტირების ახალ დონეზე აყვანაში რობოტების დახმარებით, რომლებიც გამოსახულების ამოცნობის განსაკუთრებული ტექნოლოგიით იქნებიან აღჭურვილი, რაც მტრედებზე დაკვირვების გამოცდილების შედეგად იქნება შესაძლებელი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კიბოს სხვადასხვა სახეობის ამოცნობის საქმეში ადამიანები ბევრჯერ მიმართავდნენ ცხოველებს დასახმარებლად. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ძაღლებს შარდის სუნის მიხედვით პროსტატის კიბოს დიაგნოზის დასმა შეუძლიათ. ასევე, ძაღლებს შეუძლიათ შარდის ბუშტის, ღვიძლისა და მკერდის სიმსივნის დიაგნოზის დასმა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?