ყველაზე პატარა ბუ მსოფლიოში - Aegolius funereus (Tengmalm's owl)
ყველაზე პატარა ბუ მსოფლიოში - Aegolius funereus (Tengmalm's owl)
ეს საოცარი ფრინველი წარმოუდგენლად პატარა და საყვარელია.

მისი ზომა არის 24-26სმ, გაშლილი ფრთების ზომა - 54-62 სმ, სხეულის წონა კი - 50-210 გრ.

ევროპაში მათი რაოდენობაა 36.5-70.5 ათასი წყვილი.

დაცვის სტატუსი:
CEE 1, BERNA 2, CITES 1
ბინადრობს ტყეში.

სახეობა არის მომთაბარე, შედგება 6 ქვესახეობისგან, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიისა და ამერიკის, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დაბურულ ტყეებში. იტალიაში მათი პოპულაცია ძირითადად ალპებში გვხვდება და 1-3 ათას წყვილს შეადგენს. მთაში ჩვეულებრივ ზღვის დონიდან 1000 მეტრს ზემოთ გვხვდება, ტყიან მასივებში, სადაც ბუდისთვის ფუღუროს
პოვნა შეიძლება.

Zooclub

ბიოლოგია: საქორწინო პერიოდი იწყება ზამთარში, ხოლო მარტში კულმინაციამდე მიდის, ამ დროს ბუს ძახილი 2 კილომეტრის მანძილზე ისმის. აპრილ-მაისში ბუღუროს პოვნით ან კეთებით არიან დაკავებულნი, სადაც 4-6 თეთრ კვერცხს დებენ, საიდანაც ბარტყები 28-29 დღეში იჩეკება. ღლაპები ბუდეს დაახლოებით 1 თვისები ტოვებენ და შემდგომი 5-6 კვირა კვლავ მშობლებზე დამოკიდებულნი რჩებიან.

წელიწადში ერთხელ აქვთ ნამატი. ბუ ღამის ფრინველია. მისი ხმა 5-7 ბგერას შეიცავს, რომელიც ოფოფის ხმას გავს. ღამის მანძილზე ასეთი ხმა შეიძლება 4000-ჯერ განმეორდეს. საკვები ნანადირევის მიხედვით იცვლება (მცირე ზომის ძუძუმწოვრები და ფრინველები).

Zooclub

საინტერესო ფაქტი: ამ სახეობის ბუს განვითარების არეალი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ყვითელ და ჭრელ კოდალასთან: ამ ფრინველების ფუღუროს ბუ შესანიშნავად იყენებს.