რატომ არის ზოგი კვერცხი თეთრი და ზოგი ყავისფერი?
რატომ არის ზოგი კვერცხი თეთრი და ზოგი ყავისფერი?
კვერცხის ნაჭუჭების განსხვავებული ფერი ქათმის ჯიშსა და მის რაციონზეა დამოკიდებული.

კვერცხის შეფერილობა ისეთივე მემკვიდრეობითი ნიშნითაა, როგორიც ბუმბულის შეფერილობა. ქათმებს და სხვა შინაურ ცხოველებს კვერცხის ნაჭუჭის ფერი, როგორც წესი, ჯიშზეცაა დამოკიდებული. ლეგგორნები, მაგალითად თეთრ კვერცხებს დებენ, ვიანდოტები - ყავისფერს. სამხრეთამერიკული ჯიშის არაუკანას ქათმები ცისფერ კვერცხებს დებენ. თუმცა, ერთი ჯიშის სხვადასხვა ქათამი ზოგჯერ განსხვავებული ფერის კვერცხებს დებს.

კვერცხებს ყავისფერს ანიჭებს პიგმენტი პროტოპორფინი.

ნაჭუჭის ფერზე ნაწილობრივ ზემოქმედებს ფრინველების რაციონი: ზოგი ამინომჟავების დეფიციტის დროს შეფერილობის ინტენსივობა სუსტდება. მაგრამ მათ ხარისხზე ეს გავლენას არ ახდენს.
მარიამი
ქათამის საკვებზეა დამოკიდებული
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?