კატალონიაში მგალობელი ფრინველების დაჭერა აკრძალეს
კატალონიაში მგალობელი ფრინველების დაჭერა აკრძალეს
"La Vanguardia"-ის ცნობით, კატალონიის მთავრობამ მგალობელი ფრინველების დაჭერა აკრძალა.

კატალონიის ტერიტორიული მოწყობის დეპარტამენტის ძალისხმევით, ჩიტბატონების, მეკანაფიების, ნიბლიების, გრატებისა და სხვა მგალობელი ფრინველების თავისუფლებას დღეიდან აღარაფერი დაემუქრება.

მგალობელი ფრინველების დაჭერის აკრძალვას მოყვა უამრავი საჩივარი, რომლებიც ერვოკომისიაში შედიოდა ესპანეთის, მათ შორის კატალონიის ბუნების დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.

გამომცემლობაში აღნიშნულია, რომ მგალობელი ფრინველების დაჭერა კატალონიაში მასიურად დაიწყეს. მიზეზი კი ისაა, რომ კატალონიელებს ძალიან უყვართ მგალობელი ფრინველების მონაწილეობით სხვადასხვა კონკურსის ჩატარება. ყოველწლიურად იქ 8 000-ზე მეტ ფრინველს იჭერდნენ და აღნიშნულ კონკურსებში მონაწილე პირებზე ყიდდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?