იხვი თავად ესტუმრა სევდიან ძაღლს, რომელმაც მეგობარი დაკარგა
იხვი თავად ესტუმრა სევდიან ძაღლს, რომელმაც მეგობარი დაკარგა
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ძაღლმა ჯორჯმა საუკეთესო მეგობარი - ლაბრადორი ბლეიქი დაკარგა. პატრონის თქმით, ჯორჯს დარდი და სევდა ტანჯავდა.

თუმცა, ყველაფერი უეცრად შეიცვალა.

ერთ დღეს სახლის კართან გამოჩნდა დაუპატიჟებელი სტუმარი იხვი, რომელიც მაშინვე ჯორჯს მიუახლოვდა, თითქოს ცდილობდა ძაღლის დამშვიდებას. სწორედ ის აღმოჩნდა ჯორჯის გადამრჩენელიც.

Zooclub

"წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიდა იხვი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან უყვარს ჯორჯი. მისი მოსვლის დღიდან, ძაღლი შეიცვალა - გამხიარულ
და და თამაში დაიწყო. კიდევ უფრო უცნაური კი არის ის, რომ იხვი მოვიდა
ბლეიქის დაღუპვიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ." - ამბობს ჯორჯის პატრონი ჯეიქი ლითონი.

Zooclub
Zooclub

მას შემდეგ იხვი და ძაღლი განუყრელი მეგობრები გახდნენ. ჯეიქმა ნება დართო ფრინველს, სახლში ეცხოვრა, ხოლო ჯორჯმა მას საკუთარი საწოლი დაუთმო.

Zooclub

რთულია ამ მოვლენის ახსნა, თუმცა, ფაქტია, რომ იხვმა ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

ასევე იხილეთ:

ჰასკის ლეკვმა თავშესაფარში თავად აირჩია კნუტი და სახლში წაიყვანა

ცხენი და კატა საუკეთესო მეგობრები გახდნენ

ლეკვები ბუდისტური მონასტრიდან... მათ ხშირად ამჩნევენ ერთმანეთთან ჩახუტებულს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?