ორინტოლოგები დიდი ხანია თვლიდნენ, რომ შავი ნამგალები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ჰაერში ატარებდნენ. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური გადამცემები, რომლებიც ფრინველის ფრენის სიჩქარესა და მის ადგილმდებარეობას არეგისტრირებდნენ. რამდენიმე წილს შემდეგ მკვლევარებმა 19 რეგისტრატორიანი ნამგალას დაჭერა შეძლეს.
მათი ბუდობის პერიოდი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ფრინველები დანარჩენ 10 თვეს, ესეიგი დროის 99%-ს ჰაერში ატარებდნენ. მეცნიერები თვლიან,
“როცა შავი ნამგალები აგვისტოში ბუდობის ადგილს ტოვებენ და ცენტრალურ აფრიკაში მიფრინავენ, მანამ არ ეხებიან მიწას, სანამ გამრავლების შემდეგ სეზონზე, 10 თვის მერე არ დაბრუნდებიან უკან”, - ამბობს ანდრეს ხედერსტრი.
ორინტოლოგი აღნიშნავს, რომ ზოგი სახეობა დროდადრო ხის ტოტზე ჯდება, მაგრამ ნამგალების უმატესობას მთელი ამ პერიოდის გატარება ჰაერში შეუძლია.
მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, თუ ზუსტად როგორ სძინავთ ფრინველებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ზოგი სახეობა 10 თვის მანძილზე მიწაზე არ ეშვება იმას ამტკიცებს, რომ მათ ძილი ფრენის დროს შეუძლიათ.
გადაფრენასთან დაკავშირებული მაღალი ენერგეტიკული ხარჯვის მიუხედავად, შავი ნამგალები ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც ნამგალას 20 წლამდე უცოცხლია. ორინტოლოგები ამ საკითხზე ხუმრობენ კიდეც, რომ ამ დროის განმავლობაში ეს ფრინველები სამჯერ შეძლებდნენ მთვარეზე გაფრენასა და უკან დაბრუნებას.