მოსკოვთან ყინულის ალყაში მოქცეული ორი ერთგული გედის გადარჩენისთვის იბრძვიან (+ვიდეო)
მოსკოვთან ყინულის ალყაში მოქცეული ორი ერთგული გედის გადარჩენისთვის იბრძვიან (+ვიდეო)
რუზას მცხოვრებლები მიჩვეულები არიან, რომ თბილ პერიოდში მათთან ჩამავალ მდინარე რუზაში ბევრი მობანავე ფრინველია.
ჩვეულებრივ აქ გაზაფხულიდან აციებამდე იხვები ცხოვრობენ. ხან უფრო დიდი ზომის ფრინველებიც მოფრინავენ.

მაგალითად წელს, მთელი ზაფხულის მანძილზე ქათქათა გედების წყვილს ხედავდნენ. როდესაც ყინვა დაიწყო და იხვები გაფრინდნენ, გრძელკისერა ლამაზმანები რატომღაც დარჩნენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთს თავს ძაღლი დაესხა და ფრთა დაუზიანა. ის ახლა ვერ დაფრინავს. მეგობარმა გედმა კი არ მიატოვა. ცოტაც და ფრინველები უბრალოდ ყინულში ჩაიყინებიან. ყოველ წუთს მდინარე მეტად იყინება.

ცხოველთა დამცველებმა
მაშველები გამოიძახეს, რადგან სამაშველო ოპერაციის ჩატარება თავად არ შეუძლიათ. ყინული ჯერ თხელი, მდინარე კი საკმაოდ
ფართოა, ყინულის ქვეშ დინებაა. ადამიანს ყინული ვერ დაიჭერს.

კიდევ ერთი პრობლემაა - გედები ველურები არიან. ადამიანებს არ უახლოვდებიან, ასე რომ ძნელია მათი დაჭერა და გადარჩენა!

საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურიდან მოვიდა შეტყობინება, რომ შაბათს ფრინველების გადასარჩენად ადგილზე მაშველები იმუშავებენ.

დრო ძალიან ცოტაა, რადგან ყინვა ძლიერდება.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?