რატომ ვერ ვხედავთ ხუნდებს?
რატომ ვერ ვხედავთ ხუნდებს?
ქალაქის მცხოვრებლებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მტრედების რიცხვი ჯადოსნურად იზრდება - ყველა ფრინველი, რომლებსაც ქუჩაში ვხედავთ, უკვე დიდები არიან, მაგრამ თითქმის არასოდეს ვხედავთ ხუნდებს. დარწმუნებული იყავით, მტრედის ბარტყები არსებობენ. მათ რომ ვერ ვხედავთ, ამას ახსნა აქვს: მტრედები თავის ბუდეს აგებენ ისეთ ადგილებში, რომელიც გავს გამოქვაბულს ან კლდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მათში ის წინაპრების სისხლია, რომელებიც ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან ცხოვრობდნენ. დიდ ქალაქებში მტრედები ბუდეებს ყველა მსგავს ადგილას იშენებენ - ფანჯრის რაფების ქვეშ, სახურავებზე, ხიდების ქვემოთ. მსხვილ ქალაქებში ადამიანებმა ბევრი ხელოვნური კლდეები
ააშენეს.
მეორე მიზეზი იმისა, რომ ხუნდებს ქუჩაში ვერ ვხედავთ ისაა, რომ ისინი დაბადებიდან 4-დან 6
თვემდე ბუდეებს არ ტოვებენ. მტრედები შესანიშნავი მშობლები არიან. დედალი და მამალი მტრედები აჭმევენ თავის ბარტყებს, ხოლო თუ ერთ-ერთი მშობელი იღუპება, მეორე ბარტყების გასაზრდელად ყველა ღონეს ხმარობს, თუმცა, ამ შემთხვევაში მასზე ორმაგი დატვირთვა მოდის.

Zooclub

მას შემდეგ, რაც ბარტყები ბუდეს ტოვებენ, უკვე დამოუკიდებლად მოიპოვებენ საკვებს და მშობლების დახმარება აღარ სჭირდებათ. ახალგაზრდა მტრედები მიეკედლებიან ჩიტების გუნდს, რომლებიც ბუდესთან ახლოს, მაგალითად მეზობელ პარკში ცხოვრობენ. მტრედებს აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორია და თუ, დავუშვათ, რომელიმე მტრედს იქიდან წავიყვანთ, ის აუცილებლად ეცდება უკან, ზუსტად იქვე დაბრუნდეს.

ხუნდებს რომ ვერ ვხედავთ, კარგია, რადგან ისინი ძალიან ულამაზოები არიან. ისინი თითქმის ტიტვლები, იშვიათ, ნახევრად გამჭვირვალე მოვარდისფრო ბუმბულებით არიან შემოსილნი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?