მამალი - გავიცნოთ უფრო უკეთ!
მამალი - გავიცნოთ უფრო უკეთ!
მამლის რეპერტუარში დაახლეობით 24 განსხვავებული ხმოვანი სიგნალია. თავად მომღერალი ფრინველი ბულბულის სიმღერა დაახლოებით ბგერათა 40 თანმიმდევრულ სერიას შეიცავს.

90 დეციბელის სიძლიერეს აღწევს მამლის ყივილი (შედარებისთვის - ბავშვის ტირილი 80 დეციბელია).

11.3 მეტრი სიგრძის კუდი ჰქონდა ფენიქსის ჯიშის მამალს, რომელიც შუა საუკუნეების იაპონიაში გამოიყვანეს. ფენიქსები იმპერატორის სასახლესა და ტაძრებში ჰყავდათ.

მამალმა მაიკმა 18 თვე თავის გარეშე იცოცხლა. 1945 წელს ფერმერს კოლორადოდან მამლის დაკვლის დროს მარჯვენამ უმტყუნა - ნაჯახი აცდა ფრინველის არტერიას, ყურსა და ტვინს. შოუში მონაწილეობით უთავო მამალი ყოველთვიურად 47 800
დოლარს გამოიმუშავებდა.

5 500 წლის წინ ადამიანმა აზიის რეგიონში ქათამი მოიშინაურა.

აშშ-ს ცხოველთა დაცვის საზოგადოება 5 000 დოლარს პირდება ყველას, ვინც მამლების ჩხუბის გამართვის შესახებ მიაწვდის ცნობას.

14.5 კმ/სთ - საშუალო სიჩქარე, რომლითაც მამალს სირბილი შეუძლია. სირბილში ფრინველებს შორის სირაქლემა ლიდერობს. მისი სიჩქარეა 70 კმ/სთ.

მამალს 100 მონათესავე სახეობის დამახსოვრება და გარჩევა შეუძლია.

ფერმაში საშუალოდ ერთ მამალზე 10 ქათამი მოდის (მეტი მამლის ყოლა საშიშია: მუდმივი კონკურენცია მათ შორის ჩხუბს იწვევს).

ჩვეულებრივ, ქათმების ჰარამხანას დღეში 8 კვერცხი მოაქვს.

მამალი საშუალოდ 12 წელი ცხოვრობს, მაგრამ კვერცხების საწარმოებლად მათ ჩვეულებრივ მხოლოდ 2 წლის მანძილზე გამოიყენებენ.

ერთი მამლის მონაწილეობით მისი ცხოვრების მანძილზე საშუალოდ 8 х 730 = 5840 კვერცხი იწარმოება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?