ტურისტებმა წყალსაცავში მცურავი ბუ ვიდეო კამერაზე აღბეჭდეს
დერეკ ზუკი და მისი მეგობრები პაუელის ტბასთან (არიზონა და იუტას შტატი), კანიონზე გადაადგილდებოდნენ, როდესაც წყალში რაღაც უჩვეულო შენიშნეს- პატარა ბუ ტბაში მიცურავდა. ამ ფრინველის ბუმბული წყალგამტარია. მისი სიცოცხლისთვის წყალი სახიფათოა,  თუმცა, ამ არსებამ გადარჩენისთვის  იბრძოლა...

ბუს ტბაში მოხვედრის დროს არანაირი დამცავი საშუალება არ გააჩნია. გარდა ამისა, მას წყლიდან აფრენა არ შეუძლია, ამიტომ  სწრაფად უნდა ამოვიდეს ხმელეთზე, გაიშროს ფრთები და მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს გაფრენას. თუ ის სწრაფად ვერ ამოვიდა წყლიდან, შესაძლოა, ცურვა ვეღარ განაგრძოს და მოკვდეს.

"ეს ბუ ასაკით ძალიან პატარაა. როგორც
ჩანს,  ბუდიდან ახლა გაფრინდა და სამყაროს ეცნობა.  შესაძლოა, დედა ჯერ კიდევ ზრუნავს მასზე. იმედი გვაქვს,
ტურისტების გავლის შემდეგ მის დასახმარებლად მშობელი მივიდა", - ამბობს "National Geographic"-თან ინტერვიუში ორნიტოლოგი გეოფ ლებარონი.

ასევე იხილეთ: 

ციცქნა ბუ - ინტერნეტის ახალი ვარსკვლავი!

ბუ მადლობის ნიშნად ეხუტება ადამიანს, რომელმაც ის გადაარჩინა

როგორ გამოიყურება შიშველი ბუ?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?