კნუტი, რომელიც ბევრ ხიფათს გადაურჩა, უფრო ძლიერი გახდა
კნუტი, რომელიც ბევრ ხიფათს გადაურჩა, უფრო ძლიერი გახდა
ეს კნუტი ნაზი და საყვარელია, ის ასევე ძალიან ძლიერია.

მას დიგგერი ქვია. ის წინა თვეს აღმოაჩინეს შოტლანდიის ერთ-ერთ ძველ ეკლესიაში, რომელიც უნდა დაენგრიათ. მუშებმა ის ნანგრევების ქვეშ იპოვეს. კნუტი მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ შეუპოვრად იბრძოდა სიცოცხლისთვის.

Zooclub

მუშებმა გამოიზახეს Animals In Need-ის მოხალისე ბრანდი ნიკერსონი, რომელმაც კნუტი სასწრაფოდ ვეტკლინიკაში წაიყვანა.

“დიგგერს უკანა თათის მოტეხილობა ჰქონდა. მეორე უკანა ფეხზე ორ თითზე ტყავი ჰქონდა ამძვრალი. ასევე საშინელ მდგომარეობაში იყო მისი წინა თათები. ამ პატარამ ბევრი გადაიტანა, არადა ის მხოლოდ 1 თვის იქნება, - დაწერეს
ცხოველთა დამცველებმა ფეისბუქზე, - ის შიმშილობდა, ტკივილს განიცდიდა, მაგრამ მისი ერთი წამოკნავლებაც კი არავის გაუგია”.

Zooclub

კნუტს ციცქნა თაბაშირი და ბანდაჟი მოარგეს, რომ თათები მალე და კარგად შეხორცებოდა, თუმცა, მისი ჭრილობები ისეთი მძიმე იყო, რომ მათ მოშუშებას თვეებიც კი დასჭირდებოდა.

Zooclub

ადამიანების მზრუნველობით დიგერი მალე გამოკეთდა. ერთ თვეში ის უკვე თავისუფლად დარბოდა.

Zooclub

მალე ჯგუფმა გამოაცხადა, რომ კნუტმა, რომლიც სიცოცხლეც ასე რთულად დაიწყო, თავისი მუდმივი სახლი, სითბო, სიყვარული და ბედნიერება იპოვა.

Zooclub
მარი
უსაყვარლესი! ძალიან მიყვარხართ ცხოველთა მოყვარულები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?