კატის 3 ყველაზე გავრცელებული დაავადება
კატის 3 ყველაზე გავრცელებული დაავადება
ამბობენ, რომ კატას 9 სიცოცხლე აქვსო, მაგრამ როცა გიყვარს ეს ლამაზი არსება და მასზე ზრუნავ, მაინც ნერვიულობ და ფიქრობ მის ჯანმრთელობაზე.


თუ ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმეს სიმპტომს შეამჩნევთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


რინოტრახეიტი - ეს არის დაავადებაა, რომელსაც ჭირდება აუცილებელი წინასწარი ვაქცინაცია, როგორც კნუტებს ასევე კატებს. დაავადება ვრცელდება ორგანიზმში, აისახება სასუნთქ სისტემასა (ხროტინი) და თვალებზე (თვალები ეცრემლებათ და ეწებებად ეთმანეთზე). ერთადერთი, რაც ამ დროს სახლის პირობებში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს ცხოველს, ის არის, რომ ვეტექიმთან მკურნალობის პერიოდში
შეუქმნათ კომფორტული გარემო და აარიდოთ ყოველგვარ სტრ
ესს. ამავე დროს შეგიძლიათ საკვებში დაუმატოთ ამინომჟავები L-ლიზინის სახით. ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ჯიშის კატას, მისი ასაკის მიუხედავად. მკურნალობის შემთხვევაში კატა გამოჯანმრთელებას იწყებს 7-10 დღეში.

კალცივირუსი - ეს დაავადება სიმპტომებით ჰგავს რინოტრახეიტს. დაავადებულ კატას შეიძლება ჰქონდეს რინიტის (გრიპი) მსგავსი სიმპტომები და დაერთოს სახსრების ტკივილი, რომელიც იწვევს კოჭლობას. ამ დაავადების პროფილაქტიკა, ისევ და ისვე, ვაქცინაციაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს კატას გადატანილი აქვს კალცივირუსი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ექნება იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, მაგრამ არ არის გამორიცხული, წლების შემდეგ ისევ განმეორდეს.

კატის ჭირი - ეს საშინელი კატის ვირუსია, რომლის ნიშნებიც იკვეთება დიარეით, ამას ემატება გულისრევა, ცხელება და უმადობა. და თუ დროულად არ მიხედეთ ცხოველს, შეიძლება, ფატალურადაც დასრულდეს ავადმყოფობა.
კატის ჭირის მკურნალობა ძირითადად გადასხმებით ხდება, რათა ორგანიზმმა სითხე და ვიტამინები მიიღოს. საბედნიეროდ, ამ დაავადების წინააღმდეგ არსებობს ვაქცინაცია, რომელიც 100% -იან შედეგს იძლევა.
Zooclub


დაიმახსოვრეთ, როდესაც ცხოველი მოგყავთ სახლში, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ვიზიტი ვეტექიმთან და დროული, გეგმიური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა დაავადებებიც, ასევე მისგან გამოწვეული პრობლემები.

nino
ჩემს პატარა კნუტებს (5 დგისანები არიან) როგორც ჩანს ჭირს რინოტრახეიტი და როგორ ვუმკურნალო? პირს აღებენ და ისე სუნთქავენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?