რატომ ეშინია კატას წყლის?
რატომ ეშინია კატას წყლის?
კატის ბეწვს განსაკუთრებული სტრუქტურა აქვს. მისი ბეწვი უზრუნველყოფს მაღალ თერმოიზოლაციას, რომელიც წარმოქმნის კანის დამცავ ფენას. სწორედ ამიტომ, კატები ქუჩაში, ნებისმიერი ამინდის დროს თავს კარგად გრძნობენ.

როდესაც წყალი ბეწვს ხვდება, გამოდევნის ჰაეროვან გარსს, რაც გარე ფენას თერმოიზოლაციურ ფუნქციას უკარგავს. დასველებული კატა მაშინვე იყინება და ამ დროს არ შეუძლია სითბოს შენარჩუნება მანამ, სანამ არ გაშრება.

წყალში მოხვედრილი ცხოველი შესაძლოა იოლად გაცივდეს და დაავადდეს.
ყოველივე ამის გათვალიწინებით, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ კატებს ეშინიათ არა წყლის, არამედ მის მიერ მიყენებული შედეგის.

ეს ნეგატიური დამოკიდებულება წყლისადმი მის
გენებშია ჩადებული. თვითდაცვის ინსტინქტი აიძულებს კატას წყლიდან შორს დაიჭიროს თავი, მიუხედავად იმისა, რომ ის არაჩვეულებრივად
ცურავს.

სავალდებულო არაა, ხშირად აბანაოთ თქვენი ბინადარი, რადგან ამან შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე. წყალი კატის კანს ძალიან აშრობს. სპეციალურად დამზადებული კატების შამპუნიც კი ცხოველს კანიდან აცლის იმ დამცავ ფენას, რომელიც მისი თერმოიზოლაციისთვისაა საჭირო. ამ დროს ბეწვი კარგავს ხარისხს და თავდაპირველ ბრწყინვალებას. გამომშრალ კანს ინფექციური დაავადებები იოლად ერევა.

დასკვნა: კატების დაბანა შეიძლება მხოლოდ ექსტრემალური შემთხვევების დროს.

არასოდეს აბანაოთ კატა ცივ წყალში. წყლის ნორმალური ტემპერატურა 39 გრადუსს უნდა შეადგენდეს. სასურველია, თქვენი ბინადარი შხაპის ქვეშ აბანაოთ, რადგან კატას ძალიან ეშინია დაგუბებული წყლის, ვინაიდან იქ ფეხს მყარად ვერ დგამს.

Zooclub

ბუნებაში გვხვდება კატების კატეგორია, რომლებსაც არ ეშინიათ და საკმაოდ დიდ დროს ატარებენ წყალში. მაგალითად თევზმჭერი კატა, რომელიც ბინადრობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე და წყალში ნადირობს. მას არ ეშინია ყვინთვის და ორი მეტრის სიღრმეზეც კი ჩადის.

საუკეთესო მცურავი, რომელიც კატების რიგს მიეკუთვნება იაგუარია.

ასევე იხილეთ:

პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ძაღლისთვის საზიანოა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?