როგორია შინაური ცხოველის იმუნიტეტი ცივი ზამთრის დროს?
როგორია შინაური ცხოველის იმუნიტეტი ცივი ზამთრის დროს?
რთულია, დაუბრუნდეთ რუტინულ სიცივესა და ყინვას ზაფხულის სასიამოვნო არდადეგების შემდეგ.  შესაძლოა, სწორედ სტრესი გახდეს იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი, რომელიც ვირუსებისგან გვიცავს.

ადამიანს გაციება უფრო მსუბუქად გადააქვს ვიდრე ცხოველს. ზოგ შემთხვევაში  შინაურ ცხოველებში ვითარდება ფილტვების ანთება. ამასთანავე, ვირუსი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და გამოიწვიოს გართულებები. კატის გაციების სიმპტომები ალბათ ყველა პატრონმა იცის: მშრალი ცხვირი, თვალიდან ცრემლდენა და ზოგადი სისუსტე.

პირველივე სიმპტომებისთანავე აუცილებელია, თქვენს ოთხფეხა მეგობარს შეუქმნათ კომფორტი და სიმშვიდე. ცხოველს მიეცით მეტი სითხე.  თუ 2 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ვეტერინარს და
მისი დანიშნულება ზედმიწევნით შეასრულეთ. 

კატას ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, რაც ვირუსისგან იცავს, ამიტომ ეს ცხოველი
იშვიათად ავადდება. ვეტერინარები შინაური ბინადრის პატრონებს ურჩევენ ყურდღება მიაქციონ რადენიმე ფაქტორს, რომლებიც ცხოველს ცივ ზამთარშიც დაეხმარება ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებაში.

რა იწვევს ცხოველებში ვირუსს ან იმუნური სისტემის დაქვეითებას? ორგანიზმის გადაცივება, თუმცა, ამინდი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც სწორად შერჩეული საკვები.

ჯანმრთელი კვება მთავარია ცხოველის იმუნური სისტემისთვის. შემოდგომის დასაწყისში, როდესაც სხეული იწყებს გამოფიტვას, სასურველია ვიტამინებით გაჯერებული საკვების ყიდვა, რომელსაც მხოლოდ მაღალხარისხიანი ცხოველის საკვები შეიცავს.

საკვების შემადგენლობაში უნდა იყოს ფოსფორი, კალცი, ცხიმოვანი მჟავები - ომეგა 3 და ომეგა 6, ასევე - პრობიოტიკები, რათა საიმედოდ დაიცვათ თქვენი შინაური ბინადარი ვირუსებისგან.

ასევე იხილეთ:

"კატის გრიპი" და მისი სიმპტომები

პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის

როგორ მივხვდეთ, რომ კატას რამე სტკივა?



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?