5 ნიშანი, რომ თქვენი კატა თავს მარტოსულად გრძნობს
5 ნიშანი, რომ თქვენი კატა თავს მარტოსულად გრძნობს
კატა ისეთივე დამყოლი შინაური ცხოველი არაა, როგორც ძაღლი, მაგრამ ეზოში მცხოვრები, ადამიანის მიერ მოშინაურებული კატა თამაშობს, როგორც ადამიანებთან, ისე სხვა ცხოველებთანაც და ბედნიერია, რადგან ამით თავს აღწევს მარტოობას. ასევე, აქტიურობა ჩამოყალიბებასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაში ეხმარება. 

კატისთვის ჯანმრთელობის ან ქცევის პრობლემების მიზეზი შესაძლოა, მარტოობა გახდეს. თუ თქვენს შინაურ ბინადარს შეამჩნევთ უჩვეულო ქცევებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

ხანგრძლივი ძილის მდგომარეობა

Zooclub

კატა ღამის ცხოველია. მისთვის დღის განმავლობაში ძილი ნორმალურია, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ბინადარს მეტისმედად დიდხანს სძინავს, ეს დეპრესიისა და მარტოობის ნიშნებია.

ტუალეტთან დაკავშირებული პრობლემები

Zooclub

ოთახის სხვადასხვა კუთხეში მოსაქმებაც კატის ჯანმრთელობისა და ქცევის პრობლემებზე მიანიშნებს. თუ თქვენს ბინადარს არ აქვს თირკმელში ქვები ან საშარდე გზების ინფექცია, ეს პრობლემა სტრესთანაა დაკავშირებული. კატას შესაძლოა, მარტოობითა და ერთფეროვნებით დეპრესია განუვითარდეს.

მოშლილი ქცევის კორექცია

Zooclub

კატა, რომელსაც არ ჰყავს მეგობარი, ვისთანაც ითამაშებს, ენერგიის ხარჯვას იწყებს სახლში არსებული ნივთების დაზიანებით. ამ დროს ცხოველი არ ემორჩილება პატრონს და დემონსტრაციულად აფუჭებს ავეჯს.

აგრესია

Zooclub

მარტოსულმა კატამ შესაძლოა, ოჯახის წევრების მიმართ აგრ
ესიაც გამოავლინოს (ის ხდება პოტენციურად საშიში).  ხშირ შემთხვევაში ეს ხდება, როდესაც პატრონი სახლიდან გასვლას აპირებს. კატა ბუნებით ნერვიული ცხოველია, მისთვის გაუსაძლისი ხდება მარტოობა, ამიტომ პატრონის კბენით ან კაწვრით (არა თამაშის მიზნით) ავლენს თავის მდგომარეობას.

მზარდი ხმიანობა

Zooclub

თუ თქვენი კატა უეცრად ჩვეულზე მეტად გამოსცემს ხმებს შესაძლოა, ეს ფაქტი მის სტრესზე მიანიშნებდეს. ძირითად შემთხვევებში მისი შეუჩერებელი ხმიანობა იწყება მაშინ, როცა ბრუნდებით სახლში ან ღამე, როცა ძილს აპირებთ.

აღენიშნება თუ არა  თქვენს კატას მსგავსი ქცევები ? ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:
1. ითამაშეთ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ თქვენს შინაურ ცხოველთან ერთად.
2. მოიყვანეთ სხვა კატა, რომ ერთად ითამაშონ, მისი ცხოვრება დადებითად შეიცვლება.
3. განაახლეთ მისი სათამაშოები. ეცადეთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც აჩუქოთ ახალი გასართობი ნივთი.

ასევე იხილეთ:

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის

როგორ მივხვდეთ, რომ კატას რამე სტკივა?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ბოლო სიახლეები
ცხელი ზაფხულის დროს წყალში ცურვა ადამიანების ერთ-ერთი ენერგიის
28.06.2017
Fox News -ის ჩვეულებრივი სიუჟეტი, რომელიც შტორმის შედეგებს ასახავდა, ნამდვილ კომედიად
28.06.2017
ეს ის ჯილდო არ არის, რასაც  რომელიმე ჩვენგანი იოცნებებდა, მაგრამ 1970 წლიდან
28.06.2017
ტენესის შტატის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლებმა ვიდეოკამერით თეთრკუდიანი ირმებისს ჩხუბი გადაიღეს.
27.06.2017
ამერიკის ქალაქ რებიტ-ჰეშის (კენტუკის შტატი) მერი კვლავ ძაღლი გახდა, - ამის შესახებ WDRB-TV იტყობინება.
27.06.2017
ცხოველთა თერაპია მთელ მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება. სპეციალისტებმა
26.06.2017
არგენტინელმა ფერმერმა გადაარჩინა ანდური კონდორის ნაშიერი, რომელიც 
26.06.2017
დერეკ ზუკი და მისი მეგობრები პაუელის ტბასთან (არიზონა და იუტას შტატი), კანიონზე
26.06.2017
ქამელეონმა, რომელიც მუმიად იქცა, თავისი სიცოცხლის ბოლო წუთები წყლის უშედეგო ძებნაში გაატარა.
25.06.2017
პატრონმა გადაწყვიტა, ძაღლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მას ახალი
24.06.2017
"ფინქსში (აშშ) მცხოვრებმა მამაკაცმა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რათა ძაღლი
24.06.2017
ზაფხულის დადგომასთან ერთად, სიცხეში თავს იჩენს ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიც არის დაავადების გადამტანი მწერები.
23.06.2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
23.06.2017
დამთვალიერებელმა ქალაქ სან-ანტონიოს (ტეხასის შტატი) ზოოპარკში ვიდეოზე გიბონის გაქცევა გადაიღო.
23.06.2017
სეულის ზოოპარკის გრენდ-პარკში ორმა სპილომ წყლიდან ამოიყვანა სპლიყვი, რომელიც იხრჩობოდა.
23.06.2017
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?