5 ნიშანი, რომ თქვენი კატა თავს მარტოსულად გრძნობს
5 ნიშანი, რომ თქვენი კატა თავს მარტოსულად გრძნობს
კატა ისეთივე დამყოლი შინაური ცხოველი არაა, როგორც ძაღლი, მაგრამ ეზოში მცხოვრები, ადამიანის მიერ მოშინაურებული კატა თამაშობს, როგორც ადამიანებთან, ისე სხვა ცხოველებთანაც და ბედნიერია, რადგან ამით თავს აღწევს მარტოობას. ასევე, აქტიურობა ჩამოყალიბებასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაში ეხმარება. 

კატისთვის ჯანმრთელობის ან ქცევის პრობლემების მიზეზი შესაძლოა, მარტოობა გახდეს. თუ თქვენს შინაურ ბინადარს შეამჩნევთ უჩვეულო ქცევებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

ხანგრძლივი ძილის მდგომარეობა

Zooclub


კატა ღამის ცხოველია. მისთვის დღის განმავლობაში ძილი ნორმალურია, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ბინადარს მეტისმედად დიდხანს სძინავს, ეს დეპრესიისა და მარტოობის ნიშნებია.

ტუალეტთან დაკავშირებული
პრობლემები

Zooclub

ოთახის სხვადასხვა კუთხეში მოსაქმებაც კატის ჯანმრთელობისა და ქცევის პრობლემებზე მიანიშნებს. თუ თქვენს ბინადარს არ
აქვს თირკმელში ქვები ან საშარდე გზების ინფექცია, ეს პრობლემა სტრესთანაა დაკავშირებული. კატას შესაძლოა, მარტოობითა და ერთფეროვნებით დეპრესია განუვითარდეს.

მოშლილი ქცევის კორექცია

Zooclub

კატა, რომელსაც არ ჰყავს მეგობარი, ვისთანაც ითამაშებს, ენერგიის ხარჯვას იწყებს სახლში არსებული ნივთების დაზიანებით. ამ დროს ცხოველი არ ემორჩილება პატრონს და დემონსტრაციულად აფუჭებს ავეჯს.

აგრესია

Zooclub

მარტოსულმა კატამ შესაძლოა, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიაც გამოავლინოს (ის ხდება პოტენციურად საშიში).  ხშირ შემთხვევაში ეს ხდება, როდესაც პატრონი სახლიდან გასვლას აპირებს. კატა ბუნებით ნერვიული ცხოველია, მისთვის გაუსაძლისი ხდება მარტოობა, ამიტომ პატრონის კბენით ან კაწვრით (არა თამაშის მიზნით) ავლენს თავის მდგომარეობას.

მზარდი ხმიანობა

Zooclub

თუ თქვენი კატა უეცრად ჩვეულზე მეტად გამოსცემს ხმებს შესაძლოა, ეს ფაქტი მის სტრესზე მიანიშნებდეს. ძირითად შემთხვევებში მისი შეუჩერებელი ხმიანობა იწყება მაშინ, როცა ბრუნდებით სახლში ან ღამე, როცა ძილს აპირებთ.

აღენიშნება თუ არა  თქვენს კატას მსგავსი ქცევები ? ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:
1. ითამაშეთ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ თქვენს შინაურ ცხოველთან ერთად.
2. მოიყვანეთ სხვა კატა, რომ ერთად ითამაშონ, მისი ცხოვრება დადებითად შეიცვლება.
3. განაახლეთ მისი სათამაშოები. ეცადეთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც აჩუქოთ ახალი გასართობი ნივთი.

ასევე იხილეთ:

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის

როგორ მივხვდეთ, რომ კატას რამე სტკივა?