ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ
ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ
კატის მფლობელებს შორის ხშირად შეხვდებით დიალოგს, თუ რომელი საკვები პროდუქტია სასარგებლო, რომელი საზიანო და შეიძლება თუ არა უწილადონ ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები საკუთარ ბინადარს. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია კონსულტაცია გაიაროთ ვეტერინართან. არსებობს ადამიანებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ფუმფულა მეგობარსაც გაუნაწილოთ, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი საზიანოა.

უცხიმო ხორცი

Zooclub

კატა მტაცებელი ცხოველია. მისთვის ხორცი იდეალურ საკვებს წარმოადგენს. მას შეგიძლიათ, მისცეთ მოხარშული ხორცი, რომელსაც ქონი არ აქვს. საქონლის, ინდაურის, ქათმის ხორციც იდეალურია, თუმცა, მოერიდეთ ლორის ან ნებისმიერი მეთოდით მომზადებულ ღორის ხორცს.

კვერცხი

Zooclub

კვერცხი კარგად უნდა იყოს მოხარშული. სასურველია, ეს პროდუქტი დააქუცმაცოთ და გაურიოთ კატის საკვებში ან პერიოდულად
მცირე ზომის ნაჭრებად მიაწოდოთ. თქვენს ბინადარს არ ავნებს შემწვარი ერბო კვერცხიც, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი გაზავებულია მარილში ან სხვა სანელებლებში, მისი ჭამა შინაური ბინადრისთვის არ არის რეკომენდირებული.

ყველი

Zooclub

კატების უმეტესობას ძალიან უყვარს ყველი, მაგრამ სანამ ამ პროდუქტს თქვენს შინაურ ცხოველს მიაწვდით, დარწმუნდით, რომ მას არ აქვს ლაქტოზას აუტანლობა (ამ პრობლებით არაერთი კატა იტანჯება).  

მწვანე ლობიო

Zooclub

მწვანე ლობიო ძალიან დაბალკალორიულია. თუ თქვენი ბინადრისთვის ეძებთ ჯანმრთელ პროდუქტს, მწვანე ლობიო საუკეთესო არჩევანია. მას კატის საკვების (ე. წ. კორმის) მოსამზადებლადაც იყენებენ. საუკეთესოა კატის დიეტის დროსაც.

ბანანი

Zooclub

ბანანი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია თქვენი შინაური ბინადრისთვის, რა თქმა უნდა, თუ კატას ეს პროდუქტი მოსწონს. ბანანი შეიცავს მაღალი რაოდენობით კალიუმს, რომელსაც ცხოველი მარტივად ამუშავებს. ბანანი სასარგებლოა ასაკოვანი და კბილების პრობლემების მქონე კატისთვისაც. გაასინჯეთ მცირე ზომის ნაჭერი თქვენს ბინადარს, თუ მოეწონა, მისი ჩართვა საკვებ რაციონში არ დაგავიწყდეთ.

დაიმახსოვრეთ, ადამიანისთვის განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი კატისთვის საზიანოა, ამიტომ სასურველია, მცირე რაოდენობით უწილადოთ. საუკეთესო გამოსავალია, თქვენი ოთხფეხა მეგობარი კვებოთ მისთვის განკუთვნილი სპეციალური საკვებით (კორმით), რომლის შემადგენლობაშიც ყველა სასარგებლო ინგრედიენტია.

ასევე იხილეთ:

ნატურალური კვება კნუტისთვის და კატისთვის

ეს 6 საკვები პროდუქტი არასოდეს მისცეთ თქვენს კატას


datiko48
ჩემს ფისუნიას ჩემსავით უყვარს შემწვარი თევზის კუდი,ხოლო თუ მაქვს მოხარშული ხახვთან ერთად ისე რა ცოტას თოხლავს.
mao
ჩამს კატას კიტრი და კარალიოკი ძალიან უყვარს
სუსანა
ჩემი კატა არც ერთ საკვებს არ ეკარება, მხოლოდ მისთვის განკუთვნილ საკვებს მიირთმევს. არადა ძალიან მინდა, გემო მაინც გაუსინჯოს თუნდაც მჭლე ხორცს ან თევზს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?